ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი და სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი.
„ამერიკელი სენატორების, მეგობრების, პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ და შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი და სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა საქართველოს პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სენატორები შეშფოთებულები არიან, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






