სენატორები დაელოდნონ გამოძიებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს - ალასანია
პოლიტიკა - 15:23, 29 Jul, 2014     2395

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. აალასანიას თქმით. აღნიშნული ფაქტი არის გამაფრთხილებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ თანამდებობა ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს. მინისტრი იმედოვნებს, რომ გამოძიება გამჭირვალედ ჩატარდება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი იქნება.

„ფაქტია, რომ უმძიმესი დანაშაულების გამოძიებასთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეიარაღებული ძალები იქნა გამოყენებული მოსახლეობის წინააღმდეგ. ველოდები გამოძიებას და მის შედეგებს. მთავარია, რომ გამოძიება იყოს გამჭრვალე და სასამართლო - დამოუკიდებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეჭვმიტანილების დაცვის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, რადგან არავის, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ აქ პოლიტიკური მოტივაციაა. ეს არის გამაფრთხილებელი, პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თანამდებობაზე ყოფნა ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს“, - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი ამერიკელი სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ძალიან დიდ პატვს ვცემს ჩვენ მეგობარ სენატორებს. მესმის, რომ მათ აქვთ შეშფოთებები, მაგრამ დაელოდნონ გამოძიებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. სააკშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილ, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკელმა სენატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სენატორები შეშფოთებულები არიან, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42