არის თუ არა სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება მტკიცებულებით დადასტურებული - ირაკლი კობიძე
პოლიტიკა - 21:15, 28 Jul, 2014     4770
თუკი ასეთი ტიპის ბრალდებით აპირებს ჩვენი პროკურატურა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მაშინ მათ პერსპექტივა არ აქვთ, - ასე აფასებს სამართლის ექსპერტი ირაკლი კობიძე ,,ნიუპოსთან“ საუბარში პროკურატურის განცხადებას, რომელიც ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხება.

კობიძე აცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებული იყო საოზგადოებისთვის განემარტა თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე წაუყენა მან ბრალი ექსპრეზიდენტს.

,,პროკურატურა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით და უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების გავლენისაგან, კონკრეტული ადამიანების მიმართ ბრალდების წარდგენის დროს, ყველანაირად თავისუფალი უნდა იყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური ქვეტექსტებისგან.

განცხადება, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, არაფრით არ განსხვავდებოდა იმ განცხადებებისგან, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალები ბეჭდავდნენ ,,ალიას“ და ,,ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე. ეს შეფასებები სცილდება სისხლის სამართლებრივ სტანდარტებს და არის ასე ვთქვათ, ჭორაობა და ზოგადი ხასიათის ვარაუდი, რომელზეც შეიძლება ნებისმიერმა არაინფორმირებულმა ადამიანმა ილაპარაკოს ქუჩაში.

მეორე - როცა შენ ადამიანს ედავები, რომ მან ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პროკურატურა ვალდებული იყო განცხადება გაეკეთებინა, თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება მისი ეს ქმედება. როცა ამბობს, რომ ბრალდება აქვს წარდგენილი მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, შენ ასევე ვალდებული ხარ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მაინც აუწყო, თუ რა მტკიცებულებებით გადაწყვიტე, რომ ადამიანს წარუდგინო ბრალდება“, - აცხადებს კობიძე.

რაც შეეხება, სააკაშვილისთვის ბრალდების წაყენებას, მაშინ როცა ის მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, ექსპერი მიიჩნევს, რომ ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა და რომლის მაგალითებიც არაერთი ყოფილა ბოლო პერიოდში. კობიძე აცხადებს, რომ ასეთი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს.

,,ბოლო პერიოდში არსებული საქმეებიდან, რომელიც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, ვხედავთ, რომ მოწმის სტატუსს ძალიან მარტივად უყურებენ, ანუ ჯერ აცხადებენ, რომ ადამიანი არის დაბარებული მოწმის სახით, და შემდგომ უკვე როცა ის მოწმის სახით არ ცხადდება პროკურატურაში, მას უყენებენ ბრალდებას. გამოდის, რომ პროკურატურის მიზანი იყო ჯერ მოწმის სახით მიეტყუებინათ სააკაშვილი და შემდგომ უკვე ნებაყოფლობით გამოცხადებული მოწმე, იქვე გადაექციათ ბრალდებულად. ეს კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება ევროპის სტანდარტებს, რადგან მოწმესაც და ბრალდებულსაც აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. მოწმეს აქვს ვალდებულება მისცეს ჩვენება და მათ შორის აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება თვისი თავის წინააღმდეგ, მაგრამ ბრალდებულის მიმართ ასეთი ვალდებულება აღარ არსებობს, მოწმისგან განსხვავებით, ბრალდებულს აქვს დუმილის უფლება. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, როცა ადამიანი მოწმის სახით დაიბარეს პროკურატურაში, ჩამოართვეს ჩვენება და შემდეგ თავისივე ჩვენების საფუძველზე წარუდგინეს ბრალდება. ამას კრძალავას ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო, რადგან მიიჩნევენ, რომ შენ ადამიანს ატყუებ და ისე აძლევ მას პასუხისგებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რელევატური არ რის - სააკაშვილი მოწმის სახით არ მისულა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდება არის უსუსური და პოლიტიკური მოტივით გაჯერებული“, - მიიჩნევს ექსპერტი.

კობიძე შემდგომ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლის თანახმადაც პროკურატურას შეუძლია მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თუმცა ექსპრტი მიიჩნევს, რომ სასმართლოს გაუჭირდება აღმკვეთის შეფარდება. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას, კობიძე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ბრალდების საფუძველზე ქართული მხარის მოთხოვნას პერსპქტივა არ გააჩნია.

,,იქ მოქმედებს სხვა ტიპის სტანდარტები, არსებობს უამრავი წესი, რომელიც უნდა გაიაროს შუამდგომლობამ. ამის შემდეგ, როცა უგზავნიან შუამდგომლობას უცხოურ როგანიზაციას მისი დაპატიმრებისთვის დახმარების თაობაზე, ისინიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, შემთხვევით საქმე ხომ არ არის პოლიტიკურად შეკერილი. თუკი ასეთი ტიპის ბრალდებით აპირებენ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მაშინ მათ პერსპექტივა არ აქვთ. გვქონია ჩვენ ამის მაგალითი დავით კეზერაშვილითან მიმართებაში, როცა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ექსტრადირებაზე ვაცხადებ უარს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები მაღალი ალბათობით არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - აღნიშნავს კობიძე.

ექსპერტი სუბიექტურ და ობიექტურ ტესტზე საუბრობს, რომელსაც საერთორისო სტანდარტის თანახმად გამოძიება უნდა აკმაყოფილებდეს, მისი თქმით, ორივე შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდება აღნიშნული ტესტის ჩაბარება. კობიძე გარემოფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მისი თქმით, აშკარად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია.

,,სუბიექტურში იგულისხმება თვითონ იმ ადამიანების ქცევა, რომელიც პასუხისმგებელია და დავალებული აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. დღევანდელი პროკურატურის განცხადებას თუ ავიღებთ, ისინი სუბიექტურ ტესტს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაივლიან და ვერც სასამართლო ვერ გაივლის სუბიექტურობის ტესტს, თუ დაეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას ამ ბრალდებიდან გამომდინარე - აქ არ არის არანაირი მტკიცებულება და წინასწარ აკეთებენ შეფასებას მიხეილ სააკაშვილის საქმიანობისას, რაც დაუშვებელია სისხლის სამართლაწარმოებაში.

რაც შეეხება ობიექტურ ტესტს, აქ იგულისხმება ის გარეფაქტორები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამართლაწარმოების დამოუკიდებლობა. გარეფაქტორებს რაც შეეხება - ეს არის ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის, თანამდებობის პირების, პრემიერის, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრის, რომლის პოლიტიკური გავლენაც ძალიან დიდია, განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გარდა, ძალაუნებურად იწვევს ზეწოლის განხორციელებას ისეთ ორგანოებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან აი, ამ ფაქტორებისაგან იყონ დამოუკიდებელი. როცა პრემიერი გამოდის და იძახის, რომ მე შეშფოთებული ვარ, ეს რა მასალები ჰქონია გამოძიებას - ეს არის არაპირდაპირი სიგნალი გამოძიებისთვის, რომ ,,მიაწექით ბოლომდე“. ანუ ეს არის პირდაპირი დავალება, რომ იყავით მიკერძოებულები, იქნებ რამე გამოვიდეს ამ საქმიდან. ამიტომაც, ვერ იქნება დამოუკიდებელი გამოძიება. გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს პოლიტკური ნიშნით ადამიანების და ამ შემთხვევაში უკვე მიხეილ სააკშვილის დევნას, რაც ქვეყანას კარგად არ მოუბრუნდება. ჩვენ ინტეგრირებული ვართ საერთაშრისო ორგანიზაციებში და ამას მკაცრი შეფასება მოჰყვება ისეთი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მხრიდან როგორიც არის ადამიანის უფლებათა ვროპული სასამართლო, რომელიც ყევლა ამ გარემოებას მიღებს მხედველობაში. თუკი ეს გასაჩივრდება, ქართული მხარე ამას წააგებს და ყველა იტყვის, რომ აქ ადამიანები იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით და ეს უპირველესად ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ირკალი კობიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42