საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებეს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს ჩემი დაანონსება არ სჭირდებოდა, ამ ადამიანის ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითვები არსებობდა როგორც საზოგადოებაში, ასევე საგამოძიებო უწყებებში, დღეს ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ მძიმე ბრალდებები პროკურატურის მხრიდან, დაველოდოთ გამოძიების გაგრძელებას, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, სულ რაღაც ორი წლის წინ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, დაწყებული 2003 წლიდან დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქნა გასამართლებული და გვახსოვს როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, დღეს სრულიად განსხვავებული რეალობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ სააკაშილი იყო ერთერთი მთავარი შემოქმედი იმ ძალადობრივი რეალობისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






