თეა წულუკიანი: სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია
პოლიტიკა - 19:45, 28 Jul, 2014     1661

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ბლოგით ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის პროკურატურის გარდა არავის არ სცალია და არც უნდა ეცალოს:

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანს დღეს ბრალი წაუყენა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არც ერთი თანამდებობა არ ნიშნავს იმუნიტეტს − ეს ასეა ყველა სამართლებრივ, კულტურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. იმ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია, ეჭვი მაშინვე არ ეპარებოდათ, თუ ვინ გასცა უიარაღო მომიტინგეებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ბრძანება, თუმცა პროკურატურამ, არა ერთი თვის დაკვირვებული მუშაობის შედეგად, მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება. დღეს ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ, რომ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და თავის ლოგიკურ დასასრულამდეც, იმედია, მივა. მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია და არ უნდა ეცალოს, პროკურატურის გარდა. პროკურატურას აქვს ვალდებულება, კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება, მას გამოძიების მშვიდ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ.

საბოლოოდ კი სასამართლო გადაწყვეტს, ვისი არგუმენტია უფრო წონადი. სასამართლო ამ მთავრობის პირობებში არის დამოუკიდებელი, რადგან მასზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბოლო 18 თვის განმავლობაში არაერთი კანონი შემუშავდა. ვიმედოვნებ, ამგვარად გათავისუფლებული სასამართლო მიუკერძოებლობასაც გამოიჩენს და არ ექნება წინასწარ შემუშავებული, რომელიმე მხარისადმი სასარგებლო პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში. ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე მსგავს სიტუაციაში, თავისუფლად შერჩეული ადვოკატის დახმარებით, დაიცავს თავის პოზიციებს. საკუთარ პოზიციებს დაიცავს პროკურატურაც. ჩვენ კი ვიყუროთ მომავლისაკენ, რომლის შენებასაც თითოეული მინისტრის და მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და რომელიც ევროპული და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალია. მომავლის მთავრობებისა და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის კი აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი“, - წერს წულუკიანი საკუთარ ბლოგში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42