საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 15 კითხვით მიმართავს:
“არ ვიცი კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ვინ აძლევს ჩვენებას და რას ამბობენ, მაგრამ სანამ "რუსი ოლიგარქის", "პუტინის დავალების", "ნაცმოძრაობის გეშინიათ" და მსგავი ამბების კივილს დაიწყებთ მარტივ კითხვებზე უნდა გაცეთ პასუხი.
1. 7 ნოემბერს ხალხი საოცარი სისასტიკით ცემეთ თუ არა?
2. დილის 7 საათზე ნაგვის მანქანებით და მეეზოვის ფორმიანი კუნთმაგარი ბიჭებით დაარბიეთ თუ არა მოშიმშილეები?
3. დარბევისას რეზინის ტყვიები გამოიყენეთ თუ არა?
4. ღამე ტელევიზიში შევარდით თუ არა?
5. 8 ნოემბერს ბათუმში დაარბიეთ თუ არა ახალგაზრდები, ისე რომ საგანგებო მდგომარეობა არ გქონდათ გამოცხადებული?
6. დარბევაში მონაწილეობდნენ თუ არა მაგალითად სად-ის თანამშრომლბი, ჯინსიან/ბოტასიანი ზონდერენი (ბადრის რა, შეძახილებით) ჯარისკაცები?
7. გაანადგურეთ თუ არა კერძო საკუთრება, ტელეკომანია იმედის აპარატურის სახით?
8. ფიზიკურად გაუსწორდით თუ არა ჟურნალისტებს?
9. 7 ნოემბერს გააქრეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ თუ არა პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი?
10. დილის 7 საათზე პირველი, მენაგვეებით დარბევისას უკანონდ დააკავეთ თუ არა გოგა ხაინდრავა და ზურა მარაქველიძე?
11. აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდით თუ არა მომიტინგეებს?
12. რიყეზე დარბევის დროს გქონდათ თუ არა მცდელობა მომიტინგეების ალყაში მოქცევის?
13. რიყეზე დარბევის დროს გამოიყენეთ თუ არა იარაღი რომელიც დღესაც არ ვიცით რა იყო, რომელის გამოც რამდენიმე ადამიანმა ფეხის მძიმე ტრამვა მიიღო?
14. ამას ყველაფრს პირდაპირ ეთერში რომ უყურებდით, ვინმეს აზრად მაინც თუ გაუჩნდა, რომ გაეჩერებინა ეს სისასტიკე?
15. ტელეანძიდან უკანონოდ გათიშეთ თუ არა ტელემაუწყებლობები, მათ შორის “კავკასიის”?
და თუ ამ ყველა და კიდევ ძალიან ბევრ მსგავს კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ვიღაცამ გასცა ეს ბრძანება ალბათ?
და თუ ეს ვიღაც არ იყო მიშა, იქნებ კიდევ ერთხელ, სანამ "ბიძინა, ბიძინას" ყვირილს დაიწყებთ, ჯერ ის მოგვიყვეთ ვინ, რა ვითარებაში და როდის დაგეგმა, და გასცა ბრძანება ასეულობით ათასი საკუთარი მოქალაქის მიმართ განხორციელებული სისასტიკის!”, - აცხადებს ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






