,,ქდმ“-ს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს არალეგიტიმური გზით ნინო ბურჯანაძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის დეტალები გააცნეს.
როგორც გოჩა ჯოჯუამ ,,რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა, ეს არ არის მარტო ორი პოლიტიკური ძალის, მითუმეტეს, მარტო ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძაობაში“ არსებული კონფლიქტი.
,,ამ კონკრეტულმა სიტუაციამ დაგვანახა საზოგადოებას, რომ საკანონმდებლო სივრცე სათანადოდ ვერ ასახავს დემოკრატიული საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს, რაც ქმნის პოლიტიკური კორუფციის ნიადაგს, არაჯანსაღი, მახინჯი კულუარულ გარიგების შესაძლებლობას.
სწორედ ასეთი პოლიკტური ,,შარლატანობის“ თანამონაწილე გახადა ლევან ვეფხვაძემ ნინო ბურჯანაძე. კანონის მოთხოვნის დარღვევით, ვითომ 204 დელეგატის თანდასწრებით, სინამდვილეში კი 70 ადამიანის, სადაც დიდი ნაწილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები არ იყვნენ, შედგა ვითომდა ყრილობა, რომელმაც თავმჯდომარედ აირჩია ნინო ბურჯანაძე.
ეს არის გაგრძელება პარტიის წევრების და საზოგადოების მიღმა არსებული გარიგების, რომლითაც ბურჯანაძემ მიიღო სატელევიზიო დრო და სახელმწიფო მიერ დაფინანსებული თითო უბანზე 2 წარმომადგენელი, რაც თანხობრივად რამდენიმე მილიონი ლარით განისაზღვრება.
კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რა მიიღო სანაცვლოდ ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობა? ეს ყველაფერი წარმოშობს ეჭვს, უცნობი ფარული გარიგების შესახებ.
ნინო ბურჯანაძეს აქვს შანსი, ღირსეულად გამოვიდეს პოლიტიკოსისთვის ამ შეუფეებელი, ამორალური გარიგებიდან და გადადგეს არარსებული თავმჯდომარეობიდან და დაუბრუნდეს თავის ,,დემოკრატიულ მოძრაობას“, ნუ გახდება თანამონაწილე ლევან ვეხვაძის შარლატანური გეგმისა.
ასევე ვაფრთხილებ გიორგი ახვლედიანს, რომელიც ასევე თანამონაწილეა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისა, კიდევ ნუ აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევას და ქმნის ფალსიფიცირებულ დოკუმენტს, რათა ,,გააპრავოს“ ფარსი.“ - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
მასალის გამოყენების პირობები






