,,ჯერ კიდევ ერთ წლის წინ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე განაცხადა, რომ თუ ახალი მთავრობა შეეცდება სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნას, ერთადერთი რაზეც ჩვენ გვექნება საუბარი ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი და არა ევროპასთან ინტეგრაცია, არა ვიზების გაუქმება და ა.შ. როგორც სჩანს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შესაძლო საერთაშორისო პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პრობლემები, რომელიც შეიძლება დადგეს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში და ეხლა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი გაეწმინდათ ამ ზაფხულის პერიოდში“, - აცხადებს შაშკინი
რაც შეეხება უცხოელი პროკურორების ჩამოყვანის საკთხს, შაშკინი მიიჩნევს, ხალხი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, როგორც სჩანს ბოლომდე არ ესმის დასავლეთში პოლიტიკური თამაშის წესები.
,,როცა ადამიანს აქვს სიცხე, სიცხე არ არის მისი ავადმყოფობის მიზეზი, ანუ ის, რომ შეკითხვები არსებობს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმე. ეს ხალხი რომელიც ჩამოვიდა, ამათი როლია, კონკრეტული საქმეების შეფუთვა, მაგრამ ის შეკითხვები, რომელიც იბადება დასავლეთში არსებულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არ უკავშირდება ცუდად შეკერილ სისხლის სამართლის საქმეს, ის უკავშირდება მთლიანად პოლიტიკურ ატმოსფეროს და დემოკრატიის პრინციპებს. პოლიტიკური დევნა სისხლის სამართლებრივი დევნისგან განსხვავედება იმით, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დროს იძიებ ფაქტს, დანაშაულს და თუ გადიხარ კონკრეტულ ადამიანებზე, მაშინ ხდება ამ ადამიანების დაკავშრება მოცემულ ფაქტთან. როდესაც საუბარია პოლტიკურ დევნაზე, ჯერ იწყებ პოლიტიკოსის დევნას და მერე უკავშირებ სისხლის სამართლის საქმეს, ეს არის სხვაობა. ასეთი შეკითხვები ბევრია. ხშირად მოჰყავთ ხოლმე ასეთი მაგალითები და ვიღაც იტყვის დღესაც, რომ სარკოზი დაიბარეს დაკითხვაზე და დააკავეს 24 საათის განმავლობაში... ნუ ვედრებით საფრანგეთს... იქ ციხეში არ ზის პარიზის მერი და მას არ შეწყვეტია უფლებამოსილება იმის გამო, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა, ამის შემდეგ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ის უკანონოა და უფლებამოსილება არ შეუჩერებია, ხოლო საფრანგეთის სასამართლოს უარი არ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. საფრანგეთში მთავარი პოლიტიკური ძალის გენერალური მდივანი არ ზის ციხეში იმის გამო, რომ რუსული გეგმა არ განხორციელდა ქვეყანაში. როცა ბურჯანაძე ამბობს, რომ მას დერეფანი არ გაუკეთეს, სწორედ იმიტომ რომ მერაბიშვილმა დერეფანი გაუხსნა მათ, ამისთვის მერაბიშვილი ციხეში ზის. ასეთი ფაქტები არა რის საფრანგეთში. უფრო მეტიც, საფრანგეთში არ იბარებენ პრეზიდენტებს დაკითხვაზე მოწმის სახით იმისათვის, რომ მერე ბრალდება წაუყენონ. ეს ხომ ფარისევლობა იყო, როცა სააკაშვილი დაიბარეს მოწმის სტატუსით და ზუსტად ერთ საათში მას ბრალი წაუყენეს“, - აღნიშნავს შაშკინი და დასძენს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი მზად ჰქონდა, რადგან ბრალდება ერთ საათში არ იწერება.
რაც შეეხება 7 ნოემბრის აქციას და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საკითხს, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც უარყოფითად შეფასდა, შაშკინი აცხადებს, რომ ამ საკითხს აქვს ორი მხარე - პოლიტიკური და სამართლებრივი.
,,პოლიტიკური შეცდომა რომ იყო დაშვებული 7 ნოემბერს, ამის გამო პასუხისმგებლობა აიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მაშინ გადადგა ის თანამდებობიდან და ხელახალი არჩევნები დაინიშნა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას - თუ გვახსოვს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა, რადგან ეს მისი პრეროგატივა იყო, ამ სიაში ნოღაიდელის პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ დგას და ისმის კითხვა, რატომ? გარდა ამისა, სახელმწიფოს მეორე პირი იყო ნინო ბურჯანაძე და თუ ჩვენ ვაუბრობთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ასევე არსებობს კითხვები ბურჯანაძესთან, რომელიც ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას და როგორც მინიმუმ, გულგრილობასთან გვაქვს საქმე. ანუ სამართლებრივი თემა არის უტოპური საკითხი, რადგან თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს საქმე საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება გაუგებარი“, - აცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხს, ყოფილი მინისტრი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ უხერხულობაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნების მიმართ შეექმნას, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტთან.
,,მეორე ნაბიჯი ბრალის წაყენების შემდეგ არის ძებნის გამოცხადება, თუ ეხლა სააკაშვილი არის უკრაინაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს პოროშენკოს სააკაშვილის დაკავების და გადმოცემის მოთხოვნით... იგივე უნდა უთხრან აშშ-ს თუ იქ იქნება, ან დიდ ბრიტანეთს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აყენებენ იმ ქვეყნებს. თუკი ყოფილი ხელისუფლების წევრების დაკავებით ამ ქვეყანას ეშველება, კი ბატონო, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილის დაკავებით აქ ინვესტიციები შემოვა და ქვეყნის ეკონომიკა აყვავდება? ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, ოქრო და ა.შ. რომ ამით ვიცხოვროთ და საერთაშორისო საზოგადოების აზრი ფეხებზე დავიკიდოთ, არც იმის საშუალება გვაქვს, რომ ჩვენი თავი დავიცვათ რუსეთისგან დასავლეთის გარეშე. ამ სიტუაციაში ასე გამომწვევად ევროპელებისა და ამერიკელების აზრის უარყოფა რას მოგვიტანს, რთულია ამის თქმა“, - აცხადებს შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ საუაბარში.
მასალის გამოყენების პირობები






