"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი გაკვეთილი ჩვენთვისაც და ყველა შემდგომისთვისაც"
პოლიტიკა - 17:29, 28 Jul, 2014     1717

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის აქციაზე და "იმედის" წართმევის საქმეზე ბრალის წაყენება ადეკვატური გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ სესიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ექსპრეზიდენტისთვის - და არა მიხეილ სააკაშვილისთვის (თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს) ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ 7 ნოემრბის და იმედის წართმევის საქმით დაწყება არის აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური. რატომ? - იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში და ამ აქტებით სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა მაფიამ ღიად განაცხადა, რომ ისინი იწყებენ „სახელმწიფო ტერორს (ტერორიზმს)“ (1987 წლის ჟენევის კონვენციის, ასევე გაეროს კონვენციების და აქტების მიერ ამ ტერმინის განმარტების ფარგლებში) იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც მათთვის ერთადერთი საშუალებაა თავი დაახწიონ პასუხისმგებლობას ამ პერიოდამდე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ეს არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც გამოჩნდება (სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მათ მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კისერზე გადაიარა).

რა არის საჭირო? – 1. პროკურატურამ უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მტკიცებულებები უნდა იყოს ძალიან მყარი და არც ერთი პროცესუალური ნორმა არ უნდა დაირღვეს. ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. 2. სასამართლო პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მოსამართლეები დამოუკიდებელი და რაც მთავარია, მიუკერძოებულები (იმედია მოიძებნებიან ისეთი მოსამართლეები, რომელთაც ვინმეს მიმართ ვალი არ აქვთ). 3. დასავლეთი ამ ყველაფერს უნდა მოეკიდოს კანონის უზენაესობის პრინციპების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური მოტივებით. ეს სჭირდება ამ ქვეყანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ყველას განვუცხადოთ, რომ ვაშენებთ დემკრატიულ ქვეყანას და უზენაესი სამართლიანი პრინციპების დათმობას არ ვაპირებთ. ვიცი, რომ ჩვენთვის მართლაც რომ პატივსაცემი კარლ ბილტი გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ანგარიშვალდებული ვართ კანონის და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და არა მის მიმართ. ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება ამ საქმის გამო გააკეთოს კრიტიკული განცხადება (და ეს მათი უფლებაა), პირველ რიგში, ვურჩევ იმის, რომ გაეცნოს საქმის მასალებს და წარმოიდგინოს მათ ქვეყენაში უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ასეთი ქმედების გამო როგორ იმოქმედებდა მართლმსაჯულება.

დაბოლოს, არ მიხარია... არ მიხარია არავის დაჭერა... მწყინს, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავაბედინეთ ამდენი წინა ხელისუფლებას და დღეს ამ უბედურებას ვიმკით ყველა ერთად. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი გაკვეთილი ჩვენთვისაც და ყველა შემდგომისთვისაც“, - წერს სესიაშვილი.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42