რა გარიგება იყო 2007 წელს პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის - რას ჰყვება ხუხაშვილი
პოლიტიკა - 16:35, 28 Jul, 2014     2970
ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში 2007 წლის მოვლენებს იხსენებს და იმ გარიგებაზე საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის ტელეკომპანია „იმედის“ დარბევამდე არსებობდა.

„წავიკითხე პროკურატურის ბრალდება, ყველაფერი რა თქმა უნდა სწორად არის მოცემული, თუმცა არის იქ რაღაც ნიუანსები, ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის „იმედის“ რკინიგზაზე გაცვლასთან დაკავშირებით. ნიუანსები, ცოტა სხვანაირად იყო, მე თვითონ ბადრისგან მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. პრინციპში, ეს უკავშირდება „იმედს“, მაგრამ მანდ გაცვლაზე არ იყო საუბარი“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ გარიგება ითვალისწინება არა „იმედის“ და რკინიგზის გაცვლას, არამედ ერთობლივი კომპანიის შექმნას.

„საუბარი იყო იმაზე, რომ კი არ გაეცვალათ, არამედ გაკეთებულიყო ერთობლივი კომპანია, ანუ ხელისუფლება ბადრის პარტნიორობაზე ესაუბრებოდა, რომელშიც აქტივების სახით იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან რკინიგზა და ბადრის მხრიდან - „იმედი“ და კიდევ სხვა აქტივები და გარიგების მიზანი იყო ამ ერთობლივი კომპანიის ფარგლებში გამხდარიყვნენ პარტიონრები, რაზეც ბადრიმ საბოლოო ჯამში თქვა უარი“,- ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ის პირადად ბადრი პატარკაციშვილისგან ფლობს.

ხუხუაშვილი იხსენებს, რომ ბიზნესმენსა და მას შორის ეს საუბარი 2007 წლის ზაფხულში შედგა, ანუ მაშინ, როდესაც უშუალოდ ხელისუფლება პატარკაციშვილის გარიგების პირობებს აცნობდა.

„აქამდე ეს არ გამიხმოვანებია, მე ასეთ რაღაცეებს არ ვახმოვანებ, თუ ვინმე დაინტერესდება მხოლოდ მაგ შემთხვევაში...ეს ამ საქმეში არსებითად არაფერს არ ცვლის, მაგრამ ზოგადად ეს საინტერესო თემაა, თუ რა ტიპის გარიგებას სთავაზობდა ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილს, ცოტა უფრო სხვა გარიგებას ჰქონდა საქმე, ყოველშემთხვევაში ბადრი როგორც მეუბნებოდა“,- ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პატარკაციშვილს მაშინ სააკაშვილთან გარიგება არ ურჩია.

„ჩემი რეკომენდაციაც იყო მის მიმართ, რომ სააკაშვილთან გარიგებაში შესვლა ბევრი მიზეზის გამო არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ ბადრიმ ჩაშალა ეს გარიგება და ამ გარიგების ჩაშლა გახდა საფუძველი მისთვის ხელიუფლების მხრიდან ომის გამოცხადებისა, რაც აი, ასე ტრაგიკულად დასრულდა“,- განაცხადა ექსპერტმა.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42