„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა „პუტინთან ურთიერთობების დალაგების ნაწილია“.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დევნა.
“სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ხელისუფლებას, ერთადერთი რის კეთებასაც აპირებენ და რითიც დაკავდებიან, არის სააკაშვილის და ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ. სხვა მიმართულებით ვერც ერთი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულეს. არჩევნებზე დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაანადგურეს და ალბათ, იმიტომაც, რომ სააკაშვილის დაკავება პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია“, - განაცხადა ბოკერიამ.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






