„ბიუჯეტის "გარღვევა", ლარის ინფლაცია, პროდუქტებისა და წამლების გაძვირება, დენისა და გაზის განუწყვეტელი შეწყვეტები და ა.შ. სწორედ არაპროფესიონალი გადაწყვეტილების მიმღებების "დამსახურებაა“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უცხოეთში მცხოვრები პროფესორი გიორგი კავკასიძე. .. „დღეს პრობლემის მიზეზი პარტიული ამბიციები და საზოგადოების მიერ "შავის თეთრად აღქმაზე თანხმობაა" - წერს ის“.
გიორგი კავკასიძე: „ქვემოთ დავწერ იმას რაც უდაო ფაქტია და რის აღიარებაც მოსახლეობას უჭირს „სისიხლიანი 9 წლის" განმავლობაში ნაცმოძრაობამ შემოიკრიბა და სახელმწიფოს მშენებლობაში დაასაქმა საქართველოს ინტელექტუალური რესურსის უმეტესი ნაწილი. ჩემი აზრით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლებოდა რომ არ დაეწესებინათ "ასაკობრივი ცენზი", მაგრამ ის რაც გაკეთდა სახეზეა.
ამ ჩინოვნიკების უმეტესობა არ იყო ნაცმოძრაობის (პარტიის) წევრი, უბრალოდ ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაცმოძრაობა.
მას შემდეგ რაც ოპოზიციამ გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ ხალხის უმეტესობამ (მაღალი ეშელონის ჩინოვნიკები მყავს მხედველობაში) სამსახურები დატოვა - უმეტესობამ იძულებით, ზოგმა ნებაყოფლობით. რატომღაც ამ ხალხს დაბრალდა "ნაციონალობა" არადა როგორც ზემოთ დავწერე, ესენი იყვნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები, პროფესიონალები, რომლებსაც თავისი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის მშენებლობაში და განვითარებაში.
ამ მაღალი ეშელონის ჩინოვნიკების (ე.წ. გაწყვეტილების მიმღებების) ჩანაცვლება მოხდა შედარებით დაბალ კონკურენტუნარიანი მოხელეებით, რომელთა უმრავლესობამ "მაღალი თანამდებობები" ვერ მოიპოვეს ან დაკარგეს წინა ხელისუფლების პირობებში თავიანთი დაბალი პროფესიონალიზმის გამო. სიმართლე მოითხოვს ისიც აღინიშნოს რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც იყო თანამდებობისთვის შეუთავსებელი კადრები, მაგრამ ისენი არ წარმოადგენდნე ხელისუფლების უმრავლესობას.
რა მივიღეთ შედეგად - არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი გადაწყვეტილების მიმღებების მთავრობა რომელსაც ხელმძღვანელობს გამოუცდელი და ამბიციური ახალგაზრდა. (ამ ახალგაზრდას რომ "ორჯერ გამეორება არ სჭირდება" ეს ცალკე საკითხია). ისევ მოვიხმობ ობიექტურობას და აღვნიშნავ რომ ასეთებიც გვინახავს ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში, მაგრამ როგორ წესი ასეთი ხალხი ძალიან მალე ტოვებდა თანამდებობას.
ბიუჯეტის "გარღვევა", ლარის ინფლაცია, პროდუქტებისა და წამლების გაძვირება, დენისა და გაზის განუწყვეტელი შეწყვეტები და ა.შ. სწორედ არაპროფესიონალი გადაწყვეტილების მიმღებების "დამსახურებაა".
აქსიომაა - იმისთვის რომ პრობლემა გადაწყდეს, საჭიროა ამ პრობლემის მიზეზების პოვნა და შემდეგ მათი გამოსწორება. დღეს პრობლემის მიზეზი პარტიული ამბიციები და საზოგადოების მიერ "შავის თეთრად აღქმაზე თანხმობაა". ამის მაგალითებია ის რომ “"9 წელი არაფერი არ კეთდებოდა", ბიუჯეტის თითქმის 10%-იანი გარღვევა "არ არის საგაგნგაშო", იმპორტიორი ქვეყნისთვის ნაციონალური ვალუტის "ინფლაცია არის სასარგებლო" და ა.შ. დღეს კიდევ ერთი აბსურდი წავიკითხე - ვიცეპრემიერის თქმით მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის წევრების ასეთი სიხარული არ უნახავს (გუშინდელ ჩაბნელებასთან დაკავშირებით). სხვა სიტყვებით ვიცეპრემიერი ამბობს რომ ნაცმოძრაობის წევრები არიან თავ- და შვილთმოძულე პირუტყვები, რომლებიც თუ თავის ახალშობილ შვილს საჭმელს ვერ მოუმზადებენ და მშიერს დატოვებენ, ან საცვლებს ვერ გამოუცვლიან - გაეხარდებათ ?!
მე მგონი დროა მოსახლეობა დაფიქრდეს - რა გვჭირს? როდემდე უნდა მართონ საქართველო ამბიციურმა დილეტანტებმა?
მასალის გამოყენების პირობები






