საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. სოზარ სუბარის შეფასებით, 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი.
"ეს იყო სისტემური დანაშაულის ყველაზე მძიმე დღე. სასიხარულოა, რომ პროკურატურამ კი არ იჩქარა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიძია და უკვე დოკუმენტურად დადო, რომ მართლაც სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს, არავინ დგება კანოზე მაღლა. თუ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულზე, რაც მათ ჰქონდათ ჩადენილი", - განაცხადა სუბარმა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






