„ჩემი კომანტარი მე გავაკეთე 2007 წელს, ევროპის საბჭოში გამოსვლის დროს მე ვთქვი, რომ არასოდეს ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს არ აპატიებდა. ვფიქრობ, რომ ეს საპატიებელი არც იყო და ახლა დადგა დრო, ეს საქმე გამოძიებულია, გახსნილი და მიხელ სააკაშვილს ბრალი წარედგინა, დანარჩენს გვაჩვენეს საკუთრივ პროცესი“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
დეპუტატი აქვე დასძენს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და სანამ სასამართლო საბოლოო სიტყვას არ იტყვის მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა.
„მაგრამ პირდად მე ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო მის დანაშაულს დაადასტურებს, იმიტომ რომ 2007 წელს კომპლექსური დანაშაული მოხდა, ეს იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევა, იყო დარბევები, რომელიც ცდებოდა ყველაფერს, იყო დაუშვებელი ტექნიკის გამოყენება, იყო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის არამართლზომიერი და უკანონო გამოცხადება, იყო ადამიანების გამოცხადება აგენტებად და ა.შ. და რაც მთავარია დაარბიეს ტელევიზია და მერე გაახსენდათ, რომ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოსაცხადებელი, სხვათაშორის ამაში დამნაშავე არის საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც დაუდასტურა მიხელ სააკაშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ სატელეფონო საუბარში ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებით, ის დიდი ხანია ელოდება, რომ ამ დანაშაულისთვის სააკაშვილი პასუხს აგებს.
„მე არ მაინტერესებს რამდენი წელი და როგორ იქნება მე მაინტერესებს, რომ იგი გამოცხადდეს დამნაშავედ და მერე თუნდაც დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიწყალოს და ა.შ. ეგ არ არის ჩემი პრობლემა, პრობლემა არის ის რომ 2007 წლის 7 ნოემბერი დაუსჯელი ვერ უნდა დარჩენილიყო და ვერც დარჩება“,- აღნიშნა დეპუტატმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






