საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტის მიმართ მძიმე ბრალდებები არსებობს, ის კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ეს თანასწორობა ნიშნავს, რომ არც ყოფილი პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. დემოკრატია იზომება იმით თუ რამდენად სცემს პატივს ქვეყნის ხელისუფლება კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპს. არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეუბნებოდნენ და ყოველწლიურ ანგარიშებში იწერებოდა, რომ გამოუძიებელი იყო 7 ნოემბრის დარბევა და სისასტიკე, რაც მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების დავალებით ხდებოდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






