მოწმის სტატუსი სატყუარა იყო, მათ იცოდნენ რომ სააკაშვილს ბრალს წაუყენებდნენ - ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკა - 14:40, 28 Jul, 2014     1748
საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ეხმაურება. „ნიუპოსტთან“ საუბარში წიკლაური აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგის ციხეში გამოკეტვა აქვს გადაწყვეტილი.

„ხელისუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგის ციხეში გამოკეტვა აქვთ გადაწყვეტილი. ხელისუფლება მთელ ენერგიას მიმართავს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისკენ, არამედ - პოლიტიკური დევნისკენ. გუშინ მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს მოწმის სტატუსით, დღეს წაუყენეს ბრალი. გუშინაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ დღეს ბრალის წაყენებას აპირებდნენ. ამიტომ, ეს მოწმის სტატუსით დაბარება ერთგვარი სატყუარა იყო. ამ ყველაფერმა დაადასტურა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმეები პოლიტკურად მოტივირებულია. ეს არის ერთვარი პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასვხა რაიონში 30%-ზე მეტი ჰვქონდა. ამან ხელისუფლება შეაშფოთა და გადაწყვიტეს მთელი ძალისხმევა მიმართონ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საქმიანობის ნეიტრალიზაციისკენ და ამისათვის გამოიყენონ პროკურატურა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.

ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42