ელექტროენერგია თბილისის რამდენიმე უბანს შეზღუდვით მიეწოდება
პოლიტიკა - 13:41, 28 Jul, 2014     1245
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, ისნის, ვაკის, დიდუბის, სამგორის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.

როგორც "თელასში" განმარტავენ, 28 ივლისს, გლდანის რაიონში, ქვესადგურში "ცენტროლიტი" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო:
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ლიბანის, შუშის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილისა და კუიბიშევის ქუჩების 1243 აბონენტს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის 278 აბონენტს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის 315 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, ქვესადგურში "საბურთალო 1" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ფანასკერტელ-ციციშვილის, იყალთოს, ბახტრიონისა და ლიხაურის ქუჩების 3489 აბონენტს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იოსებიძისა და შარტავას ქუჩების 408 აბონენტს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმისა და მიმდებარე ქუჩების 684 აბონენტს.

ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, იორის, ალაზნის, დუშეთის, გელათის, ცუცქირიძის, ხიდისთავისა და მიმდებარე ქუჩების 415 აბონენტს.

ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სვანიძის, შანიძის, ჯანაშიასა და მიმდებარე ქუჩების 386 აბონენტს.

დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის 626 აბონენტს.

სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) 423 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ედისის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანისა და მიმდებარე ქუჩების 570 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დოდო აბაშიძის, ჩხეიძის, მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების 263 აბონენტს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩების 37 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42