ალასანია, ფანჯიკიძე, წულუკიანი - რა მორიგ ცვლილებებს უნდა ველოდოთ მთავრობაში
პოლიტიკა - 11:43, 28 Jul, 2014     5322
რატომ არის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიციისთვის პრინციპულად მიუღებელი და რატომ თვლიან ,,ქართულ ოცნებაში“, რომ ფანჯიკიძის და წულუკიანის ადგილი მთავრობაში არ არის.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კოალიციას ლევან ვასაძე შეადუღაბებს“, - ექსპერტი ვაჟა ბერიძე მინისტრების მოხსნის ახალ ტალღაზე, ,,ქართული ონცების“ შესაძლო დაშლასა და ახალი კოალიციის შექმნის შესახებ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრობს.

,,მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის დეფიციტმა იჩინა თავი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის ნება არ არის პარლამენტში დაფიქსირებული და ამის გამო, აუცილებელი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს! საგნებს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი, ღარიბაშვილის კაბინეტად უნდა გარდაიქმნას“, - ამბობს ექსპერტი.

ვაჟა ბერიძე ალასანიას გუნდის მინისტრებზე საუბრობს და მათ შესაძლო მოხსნაზე მიანიშნებს. მისი თქმით, ალასანია, ფანჯიკიძე და წულუკიანი კოალიციაში მიუღებელია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრი სანიკიძის მოხსნა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობას გაამწვავებდა.

,,საუბარია თეა წულუკიანზე, მაია ფანჯიკიძეზე, რომელზეც კოალიციაში თვლიან, რომ მათი ადგილი მთავრობაში არ არის. ირაკლი ალასანიაზე, რომელიც პრინციპულად მიუღებელი, რომელიც მომავალი პოლიტიკური ცვლიებების შემდეგ, სხვა პოლიტიკურ ძალაში მოიაზრება. ქალბატონი სანიკიძე კი იმ მინისტრებთან ერთად უნდა წასულიყო! თუმცა საკნიკიძის მოხსნა, გაამწვავებს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ უთანხმოებას. სანიკიძე პრეზდენტის ერთადერთი კადრია და მისი გათავისუფლება, პრეზიდენტისადმი უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნება“ აუცილებლად დაიშლება. მისი ვარაუდით, შესაძლოა მოკავშირეებად ვიხილოთ ლევან ვასაძე, ირაკლი ალასანია, მარგველაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა“.

,,თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია, მეორე თუ არა, მესამე მოქმედებაში უეჭველად გაისვრის. დაანონსებული კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა, ადრე თუ გვიან, შედგება. დღემდე რომ არ დაიშალა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრულობამ განაპირობა. როგორც კი „ნაციონალურო მოძრაობა“ საზოგადოებაზე გავლენას დაკარგავს, კოალიცია „ქართული ოცნებაც“ დაიშლება. მე ვფიქრობ „ქართული ოცნება“ იმ სახით, რასაც კოალიცია ჰქვია უკვე დაშლილია, განაწილებული აქვთ გავლენის სფეროები, მთავრობას - ივანიშვილის კადრები, ხოლო პარლამენტს „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ.

პოლიტიკური პროცესი იქითკენ მიდის, რომ სამომავლო მოკავშირეებად, შესაძლოა მარგველაშვილი-ალასანია- „ნაციონალები“ და ლევან ვასაძე ვიხილოთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კოალიციას ლევან ვასაძე შეადუღაბებს. ვასაძის გარეშე ეს კოალიცია ეფექტური ვერ იქნება“, - აცხადებს ბერიძე ,,კვირის ქრონიკასთან“.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42