წართმეული "კავკასუს ონლაინი’’ კახი კალაძემ იყიდა
პოლიტიკა - 11:06, 28 Jul, 2014     7438
,კავკასუს ონლაინის’’ ყოფილი მფლობელის მტკიცებით, ,,კავკასუს ონლაინი’’ კახი კალაძემ იყიდა. მამია სანადირაძე ,,კომერსანტთან’’ კომპანიის იძულებით დათმობისა და ამჟამინდელი მფლობელების მხრიდან კომპანიის თაღლითურად მიტაცების დეტალებზე საუბრობს.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სიცოცხლის მუქარით იძულების გზით ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებას, სადაც ის ყველაფერზე თანხმდებოდა.

მისი თქმით, 2010 წლის 24 მარტს მას კომპანიის 50%-იანი წილი, ერთი წლის შემდეგ კი მის მფლობელობაში დარჩენილი კომპანიის 30%-იანი წილი დაათმობინეს, სულ ჯამში 80 %.

როგორც მამია სანადირაძე ამბობს, მას ქონების იძულების გზით წართმევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს, თუმცა პროკურატურაში შეტანილი სარჩელი 2 წელია გაჩერებულია და მის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ,,კავკასუს ონალინის’’ ქონება წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების - ხვიჩა მაქაცარიასა და ლევან ყარამანაშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მფარველობს.

სანადირაძის ინფორმაციით, კალაძემ ,,კავკასუს ონლაინის’’ ნაძარცვი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა. მისივე ცნობით, კანონმდებლბით არ არსებობს ზღვარი, რა ვადაში მოხდება საქმის გამოძიება, რასაც მოქნილად იყენებენ ახლადგამომცხვარი მაღალჩინოსნები და ქონებებს ინაწილებენ.

მისი განცხადებით, კალაძე ვერ ჩაითვლება 56%-იანი წილის პატიოსან შემსყიდველად, რადგან ,,კავკასუს ონლაინის’’ ქონება კრიმინალური გზით იქნა მიტაცებული.

როგორც დაზარალებული ბიზნესმენი ამბობს, ისღა დარჩენია ახალი ხელისუფლების მოსვლას დაელოდოს, პროკურატურა ახალი კადრებით დაკომპლექტდეს და მისი და კიდევ ძალიან ბევრი საქმის გამოძიება დაიწყოს.

სანადირაძეს იმედი არ აქვს, რომ ახალი ხელისუფლება წართმეულ ქონებას დაიბრუნებს, რადგან წინა ხელისუფლების ქონების მიტაცების მანკიერი პრაქტიკა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

სანადირაძის განცხადებით, კახი კალაძე და ხვიჩა მაქაცარია ჩაერივნენ რუსთავის ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერშიც და გააგრძელდეს ქონების მიტაცების ის პრაქტიკა და ამ გზით ბიზნესს აფართოებენ. როგორც მამია სანადირაძე აცხადებს, მისთვის ჩამორთმეული კომპანიის 80%-იანი წილიდან 24% - ი კრედიტორებზე გადაფორმდა, 56 % კი კალაძის საკუთრება ხდება.

წყარო: comersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42