,,ეჭვს, რომ კონსულტანტები უმაღლესი პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დასახმარებლდ ჩამოიყვანეს, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გარდა ისიც ამყარებს, რომ უწყების საშუალო და ქვედა რგოლმა არ იცის, კონკრეტულად რა სამუშაოებს შეასრულებენ კონსულტანტები“, - წერს გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“.
პროკურატურის კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტების ჩამოყვანა სწორედ ერთადერთ მიზანს, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ემსახურება.
„მას შემდეგ რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, პარლამენტში გაუქმდა მორატორიუმიც. გარდა ამისა, პროკურატურაში აქვთ ინფორმაცია, რომ დასავლეთის ლიდერებისგან ,,მწვანე შუქია“ ანთებული ექსპრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ შემიძლია დაგისახელოთ პერიოდი, როდის დაიჭერენ მიხეილ სააკაშვილს, ეს პროკურატურის ქვედა და საშუალო რგოლმაც კი იცის, იცის მხლოდ გიორგი ბადაშვილმა“, - ამბობს გამოცემის წყარო.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ მათი ჩამოყვანის რეალური მიზანი, უწყებაში ბადაშვილის გარდა არავინ იცის.
,,ის, რომ პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის ხელისბიჭებით არის სავსე, არახალია. ერთ-ერთი წყარო ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსულტანტების მოწვევის რეალური მიზანი სწორედ იმიტომ არის გასაიდუმლოებული, რომ არ მოხდეს უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვა.
პროკურატრაში მოწვეულ კონსულტანეტებს ოპერატიულ (ზეპირად, რადგან საქმეების გადათარგმნა ახლა მიმდინარეობს) დონეზე მიაწოდეს ინფორმაცია, რა მტკიცებულებები დევს ამ საქმეებში, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სტატუსით არის დაბარებული, ზეპირი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ერთ-ერთმა კონსულტანტმა გაკვირვებულმა იკითხა, აქამდე რას აკათებდითო?
ახლაც არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება უწყებაში, რომლითაც შეიძლება, რომ სააკაშვილი დააკავონ იმ ქვეყნის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, რომელშიც ის იმყოფება. სხვაზე რომ ამდენი მტკიცებულება ყოფილიყო, აქამდე დააკავებდნენ, რადგან საქმე სააკაშვილს ეხება, ეს იქნება რეზონანსული, ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის გათვლა. ეს კონსულტანტებიც ამისთვის არიან ჩამოყვანილი, რომ არავის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ხალხს ეჩქარება, ჩვენ - არა. მთავარია შედეგი და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდის იქნება“,- ამბობს წყარო, რომელიც დავით კეზერაშვილს ერთ-ერთ საქმეზე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები






