საქართველოს ენერგეტიკი სამინისტრო ელექტრომომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„დღეს 22.30.საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ხაზი „პალიასტომი-1“.
ადილზე გასულია „საქრუსენერგოს“ და „საქართველოს ელექტრო სისტემის“ ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით ხაზი „იმერეთი“ არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა.
ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის დაზიანებამ გამოიწვია. როგორც "ნიუპოსტისთვი" გახდა ცნობილი სარეაბილიტაციო სამშუაოები პრობლლემის წარმოქმნისთანავე დაიწყო და ამ დრომდე გრძედება.
საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგება 23:00 საათისთვის შეწყდა და მხოლოდ სამი საათის შემდეგ მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






