ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება ვანში მომხდარ სტიქიაზე
პოლიტიკა - 01:59, 28 Jul, 2014     1798

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვანში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებასს ავრცელებს:

„ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი საირმე-უდაბნოს გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება. სამუშოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურირებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ადიდებულმა კვინისწყალმა დღეს სოფლების - ინაშაურისა და საპრასიას დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მოვარდნილმა წყალმა დააზარალა.

ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, თენგიზ თოფურიძე, სამმართველოს თანამშრომლები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს სქიტიის შედეგეგბის მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონში მდინარე კვინისწყალის ადიდებამ მსხვერპლი გამოიწვია.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოვარდნილმა წყალმა ხიდზე მიმავალი ავტომობილი გაიტაცა, ავტომობილში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ერთერთი გარდაიცვალა, ორ ქალბატონს კი ამ დრომდე ეძებენ, ორი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42