ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად სამთავრობო კომისია შეიქმნება, - გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში “ვაჟაობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისია 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გარდა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების საკითხზეც იმსჯელებს. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივით შარშან ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა.
“ვაჟა-ფშაველას შემოქმედება დასტურია იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი ფესვებით, ჩვენი აზროვნებით, ყოველთვის ევროპული სივრცის ნაწილი ვიყავით. ცოტაა მსოფლიოში ჩვენისთანა პატარა ერი, რომლის წარმომადგენლის შედევრები ღირსეულად ამშვენებს მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ვაჟაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღესასწაულს მომავალი თაობებიც გააგრძელებენ,”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






