მისი თქმით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უშუალოდ უვანიშვილის რეზიდენციაში დაიგეგმა, რომლის შესახებაც თავად პროკურატურამაც არ იცოდა. ბიბილაშვილი აცხადებს, ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელსაც არაფერი საერთო აქვს სამართლებრივ საკითხთან.
,,ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა ღამის 12:00 საათამდე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ივანიშვილის უწყებიდან ხოლო მთავარი პროკურატურა ამის შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ საკითხს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ საკითხებთან და ეს არის პოლიტიკური დევნა. აღნიშნულს ადასტურებს ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის განცხადება. საქართველო წინა ხელისუფლებამ უპრეცედენტო რეფორმები გაატარა, ხოლო საქართველოს აჟამინდელი ხელისუფლების მიზანს სწორედ ამ ძალის განადგურება წარმოადგენს“, - განაცხადა ბიბილაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პუტინის და მისი მოკავშირის გაზპრომის აქციონერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია. მისივე განამარტებით, ამის ერთ-ერთი საფუძველი სააკაშვილის უკრაინაში აქტიურობაა. ბიბილაშვილის თქმით, სააკაშვილი არ აპირებს ჩაერთოს პუტინის და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში.
,,ხელისუფლება რომლმაც ტოტალურად მოატყუა მოსახლეობა, რომელის ლიდერიც გაექცა პასუხისმგებლობას, და კანონს მიღმა მდგარი კულუარებიდან მართავს ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება ცდილობს ჩამოიშოროს თავისი ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, გაზპრომის აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირე და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. უკვე მერამდენედ პუტინისა და ივანიშვილის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის ოლიგარქის პასუხის სააკაშვილის საერთაშორისო აქტიურობაზე, განსაკუთრებით კი მის აქტიურობაზე უკრაინაში ჩვენი საერთო მტრების წინააღმდეგ.
ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები






