ივანიშვილის მონების გუნდისგან რაც გვესმის არის სახიფათო ეროვნული ინტერესებისთვის - ბოკერია
პოლიტიკა - 21:59, 26 Jul, 2014     2517
ის რაც ჩვენ გვესმის ივანიშვილის მონების გუნდისგან, მე მას სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ, ეს არის სამარცხვინო მორალურად და ყველა თავლსაზრისთის, რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან სახიფათო პოლიტიკა, -ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,რუსთავი 2-ის“ ეთრში განაცხადა.

ბოკერიამ რუსეთ-უკრაინის საკითხებში საქართველო ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გულუბრყვილობაა საუბარი იმაზე, რომ პუტინზე ცუდის ართქმით კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება.

,,თვითონ ივანიშვილის დოქტრინა იყო, რომ საქართველო უნდა გაქრეს როგორც რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირების საგანი, ეს პირდაპირ ეწერა პროგრამაში და ჩვენთვის ძალიან სახიფათოდ ამის განხორიცელებას ცდილობენ, იმედი მაქვს ბოლომდე ვერ მოახერხებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების მიყვანას, რადგან ძალიან ბევრი პროცესი იყო დაძრული, მათ შორის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

სრული უგუნურობა, გულიბრყვილობაა რომ თუ პუტინზე არ იტყვი ცუდს, ამით კრემლის პლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ შეიცვლება და საფრთხეებს ავიცილებთ, ეს არი დიდი გულუბრყვილობა. სხდომაზე დღეს ერთ-ერთმა საგარეო სტრატეგოსმა სანიკიძემ თქვა, რომ დარტყმა არ უნდა მივიღოთო, ეს არის სრული აბსრუდი, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა არის ჩვენი ყველას ბრძოლა ამ რეგიონის თავისუფლებისთვის, ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური მტრის პუტინის წინააღმდეგ, თუ პუტინი არ დამარცხდება ჩვენი საფრთხეები იზრდება ათმაგად. ამ ბრძოლაში არ არსებობს გვერდზე გაწევა, ეს არის თავის მოტყუება. თუ ჩვენ არ ვართ დასაველთის აღქმაში ნაწილი ამ ბრძოლის, მაშინ ჩვენი საფრთხეები ათმაგად იზრდება. 2008 წლის ომის შემდეგ მიუხედავად იმ დიდი დარტყმებისა, ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა როგორ ჩვენი ჯარისკაცების ხარჯზე, ასევე იმის ხარჯზე რომ დასავლეთი და მათ შორის ურკაინის პრეზიდენტი აქ ჩვენს გვერდით თბილისში იდგა. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, შესაძლოა არასაკმარისი იყო დასაველთის რეაქცია, მაგრამ ის რომ საქართველო დაბრუნდა ცივლიზებული მსოფლიოს რუქაზე, ეს არის ჩვენი პარტნიორების დამსახურება“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, როცა დასავლეთის მხრიდან არის პროგრესი თავიანთ განსხადებებში რუსეთთან მიმართებაში, იმ საკთხში, რომ ისინი მიხვდნენ რომ დიალოგით არ წყდება პრობლემები პუტინთან, ,,ამ ფონზე საქართველოსგან ამ პოლიტკურ და სამხედრო ფრონტთან არ შეერთება არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათო“.

,,თავი არ უნდა მოვიტყუოთ იმით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და უკვე თავი ქუდში გვაქვს, ეს ასე არ არის, მუშაობა უნდა გაგრძელდეს და უკრაინი ტრაგედიის ფონზე არ უნდა დავიკარგოთ და უნდა ვიყოთ ამ ბრძოლის თანამონაწილეები“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42