თუ აშშ-სა და ევროპას მხარს არ დავუჭერთ, ეს ტალღა რუსეთში გადაგვიტანს - ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:29, 26 Jul, 2014     1666

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოებას აინტერესებს როდის გაიზრდება პენსიები, იქნება თუ არა ბიუჯეტში გარღვევა და არა „მუდმივი ერთმანეთთან დაპირისპირება და ქილიკი“:

„ის რაც დღეს აინტერესებს მოსახლეობას, გახლავთ ის თუ როგორ იცხოვრებენ ისინი ხვალ. რა იქნება უმუშევრობა, რამდენი იქნება პენსია, როგორ განვითარდება ეკონომიკა, გაირღვევა თუ არა ბიუჯეტი, გაიზრდება თუ არა ფასები, მოიმატებს თუ არა კრიმინალი, ეს არის ის, რაც აინტერესებთ ადამიანებს და არა მუდმივი ერთმანეთთან დაპირისპირება და ქილიკი.

იმის შემდეგ რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში ბოლო თვეებში და განსაკუთრებით თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, დღეს იქმენება ახალი წყალგამყოფი მსოფლიო ისტორიაში, თუ ამ წყალგამოყოფში ჩვენ მკაფიოდ არ დავიჭირეთ აშშ-სა და ევროპის მხარე, ეს ტალღა გადაგვიტანს რუსეთში და რუსული სახელმწიფოების კლუბში. ამიტომ, ნამდვილად არ გთხოვთ ვინმეს გინებას და ლანძღვას, მაგრამ როდესაც გამოდის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და იძახის, რომ რუსეთია პასუხისმგებელი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, როდესაც ამას იძახის ევროკავშირი და ყველა ჩვენი ძირითადი მოკავშირე და ამ დროს საქართველოს პარლამენტის წევრები ამბობთ, რომ ამას ვერ გაიმეორებთ რადგან პასუხისმგებლობა გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვშორდებით მთავარ მოკავშირეებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42