,,შეხვედრებს ვესწრებოდით მე, ირმა ინაშვილი და ექსპერტი გია არეშიძე. 21 ივლისს შევხვდით მესამე სექტორს, 22 ივლისს- სენატორებს, ხოლო 23 ივლისს- კონგრესმენებს. 21-ში გვქონდა 7 შეხვედრა, 22-ში- 8, 23-ში- 11; საუბარი შეეხო: 1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, ამ კონფლიქტის შესაძლო გაფართოებას, აგრეთვე, მოსალოდნელ საფრთხეებს მოლდავეთისა და საქართველოსთვის; 2. არჩევნებს,- ცხინვალში და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების სურვილს,- შევიდეს რუსეთის ფედერაციაში; 3. დაპირიპირებას სოხუმში, ანქვაბის გადადგომას და მომავალ არჩევნებს აფხაზეთში; 4. "მაიდანის" შესაძლო ინსცენირებას ერევანში და აქედან გამომდინარე, სავარაუდო საფრთხეებს საქართველოსთვის; 5. მძიმე მდგომარეობას ისრაელში, სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში და საერთო ვითარებას ქაიროში, დამასკოსა და თეირანში; 6. საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, უგულავას დაპატიმრებას, ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში; ამ თემებზე დეტალურად ვისაუბრებთ " ობიექტივის" ღამის ეთერში, 28 ივლისს“, - წერს ინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






