საქართველოს პრემირმინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, რომ „მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება“:
„ეს პროგრამა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმაა. პროგრამა იმ ძირითად პრინციპებს ეფუძნება, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლმდე და ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა ჩვენი ყველა მოქალაქის უპირობო პატივისცემას, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება ჩვენი მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს, მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პროგრამის რეალიზაციის უმთავრესი საფუძველი იქნება. ამ მნიშვნელოვან პერიოდში მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს შეუქცევადი ხასიათიმიეღო“, – განაცხადა პრემიერმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






