დავით ნარმანიას შტაბი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:28, 25 Jul, 2014     1993
თბილისის ახლადარჩეული მერის დავით ნარმანიას შტაბი მიმართვას ავრცელებს, და საარჩევნო სუბიექტებს დედაქალაქის სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლების აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხილის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

გარდა საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოთხოვნისა, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, ხვალ, 26 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბი ვაწყობთ დასუფთავების აქციას, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის არჩეული მერი დავით ნარმანია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მივმართავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდეს აქციას და თბილისი სააგიტაციო მასალისგან გავათავისუფლოთ.

აქცია დედაქალაქის მასშტაბით 11 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია დავით ნარმანიას მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42