ოთარ დანელიამ პარლამენტში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 19:21, 25 Jul, 2014     1415
საქართველოს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური მიმართულების მინისტრებმა სამომავლო გეგმებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

როგორც სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის მნიშვნელოვანი ზრდა.

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. 2013 წელს დაწყებული სისტემური ცვლილებების შედეგად, რაც არსებული საგარეო ბაზრების დივერსიფიკაციას და ახალი ბაზრების გახსნის (კერძოდ რუსეთის ბაზრის) ღონისძიებებს გულისხმობდა, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები შეინიშნება აგროსასურსათო სექტორში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. კერძოდ, 2013 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 774,3 მლნ აშშ დოლარი, რაც 51.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2014 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება შეადგენს 333,9 მლნ აშშ დოლარს, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. ოთარ დანელიამ მიწის გამოყენების უფლებისა და განვითარების, ასევე, მიწის ბაზრის ეფექტიანად გამოყენების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, სასურსათო უსაფრთხოებასა და სიღარიბის შემცირებაზე, სურსათის უვნებლობაზე, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობაზე, ფერმერთა კოოპერაციის გაძლიერებაზე, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის,მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ ოთარ დანელიამ სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარების კონკრეტულ გეგმებთან და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებითდამსწრე დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დეპუტატების წინაშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი წარსდგნენ.

დღესვე, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრებს გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42