საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუ ბეილის შეხვდა
პოლიტიკა - 18:43, 25 Jul, 2014     1420
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუ ბეილის და მისი თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. საუბარი შეეხო უელსის ნატო-ს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს გაიმართება. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე დადებითად აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ნატო-სთან დაახლოებისა და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ნატო-სა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ კომუნიკე, რომელსაც სამიტზე მიიღებენ, ორიენტირებული იყოს არა ნატო-ს პარტნიორობაზე, არამედ წევრობაზე და შეიცავდეს ძლიერ პოლიტიკურ მესიჯებს.

როგორც ჰიუ ბეილიმ აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხს.

„საქართველოს პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ძლიერი, ეფექტიანი და ერთგული პარტნიორია და რომ საქართველოს სურს მისი წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] მიღება. ჩვენმა ასამბლეამ, რომელიც შედგება წევრ-სახელმწიფოთა საპარლამენტო წარმომადგენლებისგან, მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხს. ჩვენ ერთად განვიხილეთ ის შედეგი, რომლის დანახვაც საქართველოს უელსში, ნატოს სამიტზე სურს. ეს კი, ხაზგასმით მიუთითებს იმას, რომ საქართველო დგას ალიანსში სრული გაწევრების გზაზე, ისევე, როგორც ევროკავშირთან“, - განაცხადა ჰიუ ბეილიმ.

მხარეებმა ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42