მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, არ იცით, ქალბატონო ირმა? - პრემიერმინისტრი
პოლიტიკა - 16:45, 25 Jul, 2014     1253
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილმა, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეკითხვით მიმართა, რომელიც გამოუძიებელ საქმეებს ეხებოდა. ნადირაშვილმა საქმეთა ვრცელი ჩამონათვალი წარმოადგინა.

"მე მინდა, ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებიც ან მთლიანად არ გახსნილა ან ფორმალური პროცედურები იყო გატარებული. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია: გუნავასთვის იარაღის ჩადება, ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, რაც კარგად გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეომასალის ატვირთვა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, მოსამართლის თანაშემწის საქმე, გია ლორთქიფანიძის საქმე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის დროს მერიის თანამშრომლებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ბედუკაძის და "ბასტი ბუბუს" საქმეები – ისინი თქვენ გაათავისუფლეთ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და თქვენი პარტიის სახეებად იქცნენ, ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, მამუკა მიქაუტაძის საქმე, ოფიცერ თათუხაშვილის საქმე, ჯიჰადის ვიდეოები – ჩოკუტაევის ვერსია თქვენც კი იმდენად არასერიოზულად გეჩვენებათ, რომ მისი დედაც კი არ დაგიკითხავთ, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატის შეკითხვას, ჭიკაიძემდე რეპლიკით უპასუხა პრემიერმინისტრმა:

"მე ავტვირთე, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"მადლობა, რომ დამიდასტურეთ, ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ, ალბათ, უმრავლესობა არ გააპროტესტებს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამონათვალს ასევე ჩამონათვლით უპასუხა და ამით, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის პერიოდი შეახსენა.

"ეს არის 300 000 ადამიანი გასამართლებული, ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დანგრეული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა – ეს არის ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ გვერგვო. თქვენი ეს ჩამონათვალი არის სასაცილო და ღიმილის მომგვრელი და ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემა, ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან და გირჩევთ, რომ რეალურ ფაქტებზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42