ხელისუფლება ,,სამდურაკის“ პრინციპით პასუხობდა ნაციონალებს - კახიშვილის შეფასება
პოლიტიკა - 18:34, 25 Jul, 2014     2419
ექსპერტი კახი კახიშვილი უმცირესობის წევრებისა და მინისტრობის კანდიდატების დღევანდელ შეხვედრას აფასებს. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში კახიშვილმა განაცხადა, კითხვა-პასუხის დროს გამოყენებული იყო „სამდურაკის“ პრინციპი.

„ვფიქრობ ის რისთვისაც, შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციის რანგში და ის პრინციპი, რომ მუდმივად ყოფილიყო „სამდურაკის“ სტრატეგიით პასუხების გაცემა, დღესაც მოქმედებდა. რეალურად, ვნახეთ რომ ყველა კითხვაზე გამოყენებული იყო პრინციპი „სამდურაკ“. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც კეთდება პოლიტიკური განცხადებები სექსუალურ ძალმომრეობით მოქმედებებზე, წამებაზე, კორუფციაზე, ამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი მოქმედებები. 2 წელია უამრავ კორუფციულ და წამების ფაქტებზე გვესმის მმართველი გუნდისგან საუბარი. საჭიროა ასეთი საქმეები წარიმართოს სასამართლოში. მუდმივად პოლიტიკური განცხადებების კეთება და სასამართლოებში გამამრთლებელი განაჩენების სტრატეგია დიდხანს ვერ გაამართლებს“, - აცხადებს კახიშვილი.

მისი თქმით, თითოეულმა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებზე ვრცლად გასცეს პასუხები, თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ მჭერმეტყველებით მათი საქმიანობა ვერ შეფასდება.

„მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ადამიანებს არ აფასებენ მჭერმეტყველებით. ბევრი ეგეთი ადამიანი ვიცი, რომელმაც საქმეში არ ივარგა. დღეს ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა მინისტრ ჭიკაიძეს მოუწია. შეიძლება ჭიაკიძის მჭერმეტყველება ვინმესთვის არასასურველი იყოს, მაგრამ მთავარია მინისტრმა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაკისრებული ამოცანების შესრულება. შეძლებს თუ არა ამას ჭიკაიძე, ეს დროის ამბავია. მე ვისურვებდი, რომ მომავალში პარლამენტი უფრო საქმიანი იყოს, ვიდრე პოლიტიკური ბრალდებებით - დაკავებული“, - განაცხადა კახიშვილმა.

პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატების და უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრა გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ყველაზე მეტი კითხვა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დაუსვეს. კითხვები ასევე შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42