ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ „ნაციონალურ მოძრაონას“ ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირი შეახსენა. როგორც უმცირესობასთან შეხვედრის დროს კალაძემ განაცხადა, 2003 წელს „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის დახმარებით მოვიდა ქვეყნის სათავეში“.
მან გივი თარგამაძეს „კანონიერი ქურდი“ ბეგლარ ხარაძე გაახსენა და განაცხადა, რომ ის თარგამაძის ოჯახის მეგობარია.
„ხალხს ცხრა წლის განმავლობაში სიცრუეში და ვირტუალურ საქართველოში აცხოვრებდით. დღეს, თქვენ გამოდიხართ და გველაპარაკებით მორალზე და ზნეობაზე. აქ იყო საუბარი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, ბრალდებები ბატონი გივის მხრიდან ჩემი მისამართითაც გაისმა... მე მაინტერესებს პიროვნება ბეგლარ ხარაძე, შეიძლება გივი თარგამაძის მეგობრებმა იცოდნენ ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის კანონიერი ქურდი, რომელიც, ფაქტობრივად, გივი თარგამაძის ოჯახის წევრია. ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გველაპარკებიან ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე, როდესაც სწორედ ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით ალაგებდნენ პოლიტიკურ სიტუაციას. ვინმე ტარიელ ონიანის დახმარებით, თქვენი ლიდერის, მიხელ სააკაშვილის ხელისუფლება 2003-ში მოვიდა ქვეყნის სათავეში. თქვენ მორალი და ზნეობა არ გაგაჩნიათ“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






