საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირობა შესთავაზა, იმ შემთხვევაში „თუ ხელისუფლების ეკონომიკური წარმატებები დადასტურდება, იგი მზად არის დეპუტატის მანდატი დატოვოს, თუ არადა პრემიერს ხადური ფინანსთა მინისტრად მანამდე უნდა ჰყავდეს, სანამ თავად იქნება ქვეყნის სათავეში“:
„ბატონო ირაკლი, როდემდე უნდა ვითამაშოთ პინპონგი? თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვდემაგოგობთ, ჩვენ გეუბნებით კონკრეტულ ციფრებს, თქვენ პასუხობთ, რომ ეს არასერიოზულია. კონკრეტულ პირობას გთავაზობთ, დასაწყისში ზურაბ ჯაფარიძემ ჩამოთვალა ციფრები თქვენი ეკონომიკური წარმატების, აქ არიან თქვენი მინისტრები, ხადური, კვირიკაშვილი, თუ ეს ციფრები ერთიერთში არ დადასტურდება, მე მზად ვარ მანდატი დავტოვო და წავიდე პოლიტიკიდან, თუ დადასტურდება, ერთი თხოვნა მაქვს, ნოდარ ხადური გყავდეთ ფინანსთა მინისტრად სანამ ხართ პრემირმინისტრი, მეტი თხოვნა თქვენთან არ მექნება“, - განაცხადა ხაჩიძემ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






