საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმიცრესობას შორის შეხვედრაზე დეპუტატი გოკა გაბაშვილი დაინტერესდა უკრაინიდან კანონიერი ქურდის ექსტრადირების შესახებ.
როგორ გაბაშვილმა აღნიშნა უკრაინის კონსულმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ექსტრადირება ნამდვილად მოხდა და ე.წ. კანონიერი ქურდი აეროპორტში საქართველოში გადმოსაცემად მიიყვანეს.
„ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება, თუ ის იყო თბილსის აეროპორტში, ეს ვერ მოხდებოდა და სამართალდამცავებმა უწყების ჩარევის გარეშე, რა მოხდა სად არის საქართველში დეპორტირებული კანონიერი ქურდი ან ვუარყოთ ან დავადსტუროთ უკრაინის მხარის ოფიციალური განცხადება, ან დავადასტუროთ და გაგვეცით პასუხი რა მოხდა“,- იკითხა გაბაშვილმა.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ამაზე რა გიპასუხოთ ახლა, ამ შემთხვევაში, უკრაინაში რა მოხდა და ვითარება და რა მდგომარება იყო მგონი მოგეხსნებათ ზოგადად საზოგადოებას და ის ბრალდებები, რომ რაღაც ქურდები შემოჰყავთ და ქურდები არიან საქართველოში და მათ ხელს უწყობენ ეს გამორიცხულია, დღესდღეობით აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ქურდების წინააღმდეგ და მე პირადად გარანტი ვარ იმისა, რომ არანაირი კრიმინალური ავტორიტეტიან ქურდული ტრადიციების მიმდევარი ან ვიღაც პიროვნება საქართველოში არ დაისადგურებს, ან რომ ფესვები გაიდგას, ამაზე თავს დავდებ საზოგადოების წინაშე, ასეთი თემები კი ჩემთვის მიუღებელია, აი ეს პასუხი მაქვს მე თქვენთან ბატონო გოკა“,- აღნიშნა კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






