თარგამაძე მთავრობას: მთელი ციხე რომ ყვიროდა „ბიძოს დროაო“, ამით მოხვედით ხელისუფლებაში
პოლიტიკა - 17:13, 25 Jul, 2014     2337

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ჩამოთვალა იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოლახეს, ამის შემდეგ კი მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

თარგამაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა არ გასცეს გარანტიები, ასევე აღნიშნა, რომ სიცრუეზე აწყობილი სისტემა მალე დაინგრევა, ახალი ხელისუფლება კი სწორედ სიცრუით ცდილობს ქვეყნის მართვას:

„9 ადამიანი, რამაზ წიკორიძე, გია გიორგაძე, ჯემალ მამოიანი, პოლიკარპე ჯანელიძე, გელა ქარდავა, გიზო ქარდავა, გიორგი ჯანელიძე, რომან ბარბაქაძე, მამუკა ჭკადუა, მინდია გულაძე, ეს ადამიანები არიან ექსტრადირებულები ან დეპორტირებულები და თქვენ გინდათ გვითხრათ ესენი ყველანი პარაშუტით გადახტნენ სადღაც გზაში.

რაც შეეხება „რემენას“ ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი აშენებდა ჭიათურაში ეკლესიას, მიიყვანეს იქ, მოუყვანეს ახლობლები, როგორც ხდება, რაც შეეხება გიზო ქარდავას, ის ტყეში ჰყავდათ სამი დღე, ფული მოიკითხა აქ ვისგანაც იყო დავალებული, ამ ფულის ნაწილი დაუტოვა თქვენს თანამშრომლებს, დანარჩენი წაიღო თურქეთში, მამოიანი, ქალბატონ თეას მსურს ვუთხრა, ქალბატონო თეა, თქვენ რომ გახსენით მკვლელების მემორიალი, როგორც გაირკვა ვაზაგაშვილს მინიმუმ ორი კაცი ჰყავს მოკლული, მამამისი, ბატონი იური, იგივე „იურა ოსი“, რომელსაც დასაბუთებულად გაუთავებული ჰყავს ხალხი, მორალს უკითხავდა ბატონ კუბლაშვილს.მემორიალის გახსნა ალბათ არის ყველაზე საზარელი ფაქტი, ერთი კვირის შემდეგ მამოიანი იმ მემორიალთან იდგა, იგივე ლავასოღლი, მინდია გორაძე, როცა ჩვენ ეს ვთქვით ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ მინდია გორაძე არ იმყოფებოდა საქართველოში და მინდია აბაშიძეს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

დაგიზუსტებთ, ამ ადამიანს კიდევ ერთი პასპორტი გაუკეთებია და არის გურამ გურამის ძე აბაშიძე, რომელსაც წუთებში და წამებში მოგცემთ როდის შემოვიდა უკრაინიდან და როდის გავიდა თურქეთში. ამ სიტუაციიდან გამოსავალი თქვენ არ გაქვთ, ის რომ კეჭაყმაძე კახი კალაძის უახლოესი ადამიანი დახვდა „რემენას“ და წაიყვანა, ამაში კი არ არის საქმე, საქმე არის იმ ადამიანში, რომელსაც ყველაზე დიდი პრემია მიეცით, საქმე არის დარბაისელში, მაშინ ჩამოყალიბდა ეს სისტემა, როდესაც გიზო ქარდავა ჰყავდათ ტყეში.

თქვენ ხომ იცით რითიც მოხვედით ამ ხელისუფლებაში? მთელი ციხე რომ ყვიროდა „ბიძოს დროაო“ ამით მოხვედით, ამით თქვენ გაეცით იმხელა კრედიტი, რომელსაც ვერ მოერევით, ერთი ბუნტი თუ დაიწყო ამას ვერ ჩააქრობთ, თქვენ ვერ მოერიეთ ამას, აღმოჩნდა დარბაისელი, რომელმაც მოაგვარა ეს ყველაფერი მარტივად, შეხვდა გიზო ქარდავას, შემდეგ შეხვდა კიდევ თურქეთში, შეიქმნა სისტემა, როგორც წესი ქურდები ჩამოყავთ, არ აჩერებენ აეროპორტში და პირდაპირ თურქეთში უშვებენ, შემდეგ თურქეთში ჩადიან თქვენი წარმომადგენლები და თანხმდებიან რომელი მაყურებლებით უნდა გაკონტროლდეს ციხე, ეს მაინც გახდება ცნობილი. დარბაისელმა პირველმა ჩამოაყალიბა ეს, ამიტომ მან მიიღო ყველაზე დიდი პრემია. მაინც დარბაისელი იქნება მანდ უფროსი ბატონო მღებრიშვილო, ასე გაგრძელდება, ეს არის ძალიან სამწუხარო.

როდესაც პირველად თქვა ბატონმა ივანიშვილმა თქვენ აცხოვრებდით ქვეყანა სიცრუეშიო, მივხვდი რომ თქვენი მართვის მეთოდი იქნებოდა სიცრუე. ყველაფერი ტყუილია, რასაც თქვენ იძახით, მაგალითად ის, რომ კახი კალაძე არის თქვენი მეგობარი, არის ტყული, ამ სიცრუეზე დამყარებული სისტემა მალე დაინგრევა, გარანტიებს ნუ გასცემთ ბატონო ირაკლი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42