ყოფილმა მმართველმა გუნდმა ქართველ ხალხს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და ახალ სამთავრობო გუნდს შორის კითხვა-პასუხისას განაცხადა. მისიე თქმით, ვინც ახლა პარლამენტში იმყოფება ამ საქმეების გამოსწორებით არის დაკავებული.
„ამბობთ, რომ მე გავეცი რომან ბარბაქაძეზე რაღაც პასპორტი, მე მინდა გითხრათ ერთხელ და ბოლოჯერ და დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ, ამ ადამიანზე 2011 წლის ნოემბრიდან საქართველოში არ ყოფილა არც პირადობის მოწმობა გაცემული და არც პასპორტი.
მან ბოლოს საქართველოს სამოქალაქო რეესტრს მომართა 2001 წელს და მას შემდეგ ამ უწყებაში არც თქვებნი მმართველობვის დროს არ გამოჩენილა და არც 1 ოქტომბრის, თქვენი ძალიან დიდი მარცხის შემდეგ“,- აღნშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ექსტრადირების საკითხსაც შეეხო.
„როდესაც ექსტრადიციას ითხოვს სახელმწიფო, ამას ითხოვს იუსტიციის მინისტრი პროკურატურასთან ერთად, ამიტომ უკრაინიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით არც ერთი ექსტრადიციის მოთხოვანა არ გაგზავნილა უკრაიაში, არც წელს,არც შარშან და არც 2012 წლის პირველი ოქოტბიდან“,- განაცხადა თეა წულიკიანმა და მიმართა გოკა გაბაშვილს, რომ დეპორტაციას და ექსტრადიციას ვერ არჩევს ერთმანეთისგან.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






