„თქვენ მართლა გგონიათ, რომ პრემიერ-მინისტრი ხართ“, - ამ სიტყვებით უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბეჟაშვილს კონტროლის პალატის თავჯდომარედ ყოფნის პერიოდი შეახსენა და უთხრა, რომ იმ დროს რეალურად მან ვერც ერთ უწყების წარმომადგენელი, დარღვევების მიუხედავად, პასუხისგებაში ვერ მისცა.
„თქვენ გჯერათ, რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატის თავმჯდომარე? წლების განმავლობაში, როდესაც არამიზნობრივი ხარჯვა და უამრავი დარღვევა ხდებოდა. უპასუხეთ ბატონ ნოდარ ხადურს, როდის შეგიმოწმებიათ ესა თუ ის უწყება და ვინ მიგიციათ პასუხისგებაში“, - მიმართა პრემიერმა ბეჟაშვილს.
„ამაზე შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია და გადაიმოწმოთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გიპასუხებთ, თქვენ ნამდვილად გგონიათ, რომ პრემიერ-მინისტრი ხართ?“ - მიმართა ბეჟაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






