საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. თარგამაძემ მოითხოვა კითხვაზე პასუხი, თუ სად გაქრა 9 კანონიერი ქურდი რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გყავთ დაჭერილი ჩემი ორი მეგობარი, მე გადავწყვიტე უბრალოდ ფაქტებზე ვისაუბრო, მე მაქვს შეკითხვა ბატონ ლექსოსთან და ბატონ ირაკლისთან. რაც შეეხება ქურდებს, მარტო „რემენაზე“ არ არის საუბარი, 9 ადამიანი არის ექსტრადირებული ან დეპორტირებული საქართველოში და თქვენ გინდათ გვითხრათ, რომ ესენი ყველანი პარაშუტით გადახტნენ სადღაც გზაში? ეს ხომ არავის არ სჯერა?“, - განაცხადა თარგამაძემ.
საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის წევრების კითხვებს პრემიერმინისტრი და მინისტრები პასუხობენ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






