შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ ევრომაიდნის მოწყობას აპირებდა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთოდ მეგობრებისგან ჰქონდა.
„კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და რაღაც რაღაცეები დაფარული არ რჩება“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გააკეთა განცხადება. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჭიკაიძემ ევრომაიდანის საქართველოში განმეორება არ გამორიცხა და განაცხადა. რომ ეს იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით აქტიურად განიხილება.
მისივე ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიზნით მობილიზება უკვე დაიწყო.
მინისტრის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წევრებს ამ საქმეში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ეხმარება, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






