რა ინფორმაციას ფლობენ გარდაბნელები რაიონში ნარკოტიკის შემოტანზე და ვინ მფარველობს ნარკოდილერებს, - ამის შესახებ ექსპერტი გაზეთ „ვერსიას“ ესაუბრა.
საქართველო ნარკოსატრანზიტო ქსელშია ჩართული და ამას საბაჟოზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკების აღმოჩენაც მოწმობს. როგორც წესი ასეთი ტვირთები ავღანეთიდან მოდის და ჩვენს ტერიტორიას უბრალოდ გაივლის. შიდამოხმარებისათვის კი ნარკოტიკი გარდაბნიდან და მარნეულიდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოედინება. აზერბაიჯანიდან ნარკოტიკის შემოსატანად გარდაბანი განსაკუთრებით ხელსაყრელია. გარდაბნის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია აქვს, როგორ შემოდის ნარკოტიკით დატვირთული მსუბუქი თუ საბარგო ავტომობილები და კონკრეტულ ნარკოგამსაღებლებსაც ასახელებენ.
- გაშიფრეთ გარდაბანში ნარკოტიკების შემოტანის სქემა და ნარკოგამსაღებლებიც დაასახლეთ.
კონკრეტული პირები რომ ჩამოვთვალო მიჩივლებენ და ვერ შევძლებ დამტკიცებას, რომ მართლაც არიან ამ საქმეში. არ მინდა, მათი ვინაობა ჭორებზე დაყრდნობით გავამხილო, დამტკიცება რომ შემეძლოს პირდაპირ სასამართლოში წავიდოდი.
- ადამიანების დასახელების გარეშე, გარდაბანში ნარკომაფიაზე საუბრობთ და ამტკიცებთ, მოსახლეობაც ინფორმირებულიაო. გამოდის, ნარკოდილერებს მფარველები ხელისუფლებაშიც ჰყავთ.
როგორც წესი, კონკრეტულ ნარკოგამსაღებლებს მფარველები ჰყავთ. ნარკოტიკის მცირე რაოდენობის შემოტანაში, რაიონული მასშტაბის ჩინოვნკიები არიან ჩართული. მესმის, საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ მოჯადოებული წრის გარღვევა რთულია, თუმცა არც იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება - ადამიანები, რომლებიც გარდაბანში არსებულ ვითარებაზე პაუსხი უნდა აგონ, დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მათ შორის უშიშროების თანამშრომლები.
- არც მათ ვინაობას დაასახელებთ?
მაგალითად, სამილ ხეილოვი, რომელცი საპარლამენტო არჩევნებამდე ჩემს წინააღდმეგ მუშაობდა და მხარდამჭერებსაც ზონდერებით აშინებდა. ვერ ვიტყვი რომ გარდაბანში ნარკოტიკების შემოტანას მფარველეობს, მაგრამ ზუსტად ვიცი არჩევნები მისი მონაწილეობით გაყალბდა. ცინიზმია, რომ ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნები მისი მონაწილეობით ჩატარადა. ასეთი ადამიანების გარეშე გარდაბანში ჩიტიც ვერ შეფრინდება. მრჩება შთაბეჭდილება, მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, ხელს ამიტომაც ვერ კიდებენ, ჩანს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს მისი ეშინიათ, რადგან მაშინდელი უშიშროების თანამშრომლები დღესაც მაღალ თანამდებობეზე არიან.
- თუ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას ცვლის, რატომ ვერ გვარდება მცირე მასშტაბის ნარკოპრობლემა, თუნდაც გარდაბანში?
რეგიონში ძალოვანების უმრავლესობა სანდო არაა. შესაძლოა ეს ადამიანები კონკრეტულად ნარკოტიკების საქმეში არ მონაწილეობენ, მაგრამ დანაშაულზე ხმას მაინც არ იღებენ, პრობლემას არ წყვეტენ. შესაძლოა, ხანდახან ნარკობარიგებს იჭერენ, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც გარეთა. წინა ხელისუფლების დროს სხვა ვითარება იყო: ვანო მერაბიშვილის დროს ქალაქში ნარკობარიგები არ არსებობდნენ, მაგრამ შეიქმნა ელიტური წრე, რომელსაც სპეცოპერაციებისთვის იყენებდნენ, ვისთვის ჩაედოთ ნარკოტიკი, ან ვისთვის მიეგზავნათ.. ამ ელიტურ ნაწილს ნარკოტიკების გავრცელების უფლებასაც აძლევდნენ. დღეს სისტემა ასე დალაგებული არ არის, ამიტომ პრობლების გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამის პოლიტიკური ნება, პროფესიონალიზმი, მუნდირის ღისების დაცვა სჭირდება.
ვერ ვიტყვი რომ შსს ამას ხელს არ უშლის ან 90-იან წლების მოვლენები მეორედება, როცა პანკისოს ხეობაში ნარკოტიკი გასაყიდად პოლიცილებეს შეჰქონდათ, თუმცა „წვრილი ვირთხები“ ჯერ კიდევ მუშაობენ. ერთ მნიშვნელოვან დეტალს მივაქციოთ ყურადღება: ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკს ორგანულად ვერ იტანს. ეს იციან ნარკოდილერებმაც და ფრთხილად მუშაობენ. ის ნაწილი, ვინც ნარკოტიკის რეალიზაციას საქმეში დარჩა, ცდილობს ინფორმაცია ზემდგომი ორგანოებისა და ივანიშვილის ყურამდე არ მივიდეს.
- ითქვა რომ წინა ხელისუფლების პიროებებში ნარკოტრაფიკს პირველი პირები მფარველებდნენ. ამის დადგენა დღემდე რატომ ვერ მოხერხდა?
ეს ისე საქმეა, სადაც დანაშაულის კვალი უმეტეს შემთხვევაში არ რჩება. თუ მინისტრმა ან მისმა მოადგილემ ქვემდგომს დაავალა, მას ყოველთვის შეუძლია ფაქტი უარყოს და ვერ დაუმტკიცებენ, რადგან წერილობით არ უბრძანებია. დღეს საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეცლილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად მძიმე ფაქტებზე ვისაუბრებდი.
ალექსანდრე ჭიკაიძემ მინისტრად დანიშვნისთანავე ნარკოტიკის კუსტარულად დამზადებისათვის საჭირო წამლების აფთიაქებში რეცეპტის გაყიდვა აკრძალა, ადრე კი ამ მხრივ ვითარება არ კონტროლდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჭიკაიძის დამსახურებაა - აქ ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჩანს. სხვათაშორის ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ სერიოზული მტერი გაიჩინა - 400 მილიონ დოლარს ჰაერზე არავინ ისვრის. დაკავებული 3,5 ჰეროინი სწორედ ამ თანხის შესაბამისი იყო.
- ხელისუფლებას ნარკოდილერების შურისძიების რატომ უნდა ეშინოდეთ?
ყველამ იცის, მსოფლიო მასშტაბით ნარკოდილერები პოლიტიკურ დაჯგუფებებთან კავშირში არიან. ხელი პოლიტიკური გადაწყვეტილებებთანაც მიუწვდებათ. შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად თუდაც ევროკავშირის წიაღში ან რომელიმე სხვა ორგანიზაციაში, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ მიიღონ ან მაგალითად, მსოფლიო განვითარების ბანკმა, გარკვეული პროექტის დაფინანსებაზე თქვას უარი. მსგავსი პრობლემები მომავალში აუცილებლად შეიქმნება.
მოამზადა ნინა შადური
წყარო: გაზეთი ,,ვერსია".
მასალის გამოყენების პირობები






