იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კერძო სექტორის წარმომადგენლებს „შრომის კოდექსის“ პატივისცემისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ წულუკიანმა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის შრომის კოდექსი, რომლითაც დავაბალანსეთ ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. გახსოვთ, ამ პროცესში არა მხოლოდ თქვენ, ბიზნესმენებიც იყვნენ ჩართულები. მივიღეთ დაბალანსებული სისტემა, სადაც დღეს ვერავინ ვერავის ვერ ეტყვის, დაუსაბუთებლად სამსახურიდან წადიო. ყოველშემთხვევაში შრომის კოდექსი ამას კრძალავს. დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ შრომის კოდექსს, რომლის შემუშავებაზე ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და დასაქმებულები არიან უფლებების დარღვევის სიტუაციაში. ჩვენ - მთავრობამ და კანონმდებელმა ამაზე ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს სცეს პატივი და დაიცვას დასაქმებულების უფლებები”, - განაცხადა წულუკიანმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






