“კოალიციის ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან შსს გახდა სრულად დეპოლიტიზებული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
,,მანამდე შსს იყო პოლიტიკური დევნის, შანტაჟის სამინისტრო. დღესდღეობით სამინისტრო საზოგადოებაზეა ორინეტირებული. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვა. სამინისტროს სისტემა დეპოლიტიზებულია და ამ კურსიდან გადახვევა არ მოხდება. უცვლელი დარჩება შინაგან საქმეთა სისტემაში 2013 წელს დამკვიდრებული მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ბოლო ორი არჩევნები ჩატარდა სრული წარმატებით. მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც დაარღვიეს კანონი, იქნენ პასუხისგებაში მიცემულები. შსს-ს 30-მდე დახურული უბანი გააჩნდა, სადაც თანამშრომლები უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ. ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დახურული უბნებიც გავაუქმოთ, უბრალოდ სწრაფად გადალაგება ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ჭიკაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






