პარლამენტის წევრების ყოველთვიური ანაზღაურება
პოლიტიკა - 13:18, 25 Jul, 2014     855

IDFI პარლამენტის საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შემოსავლებს აქვეყნებს.

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის თვის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 702 646,84 ლარი. აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 956 389 ლარი. ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 938 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.

2012 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი პარლამენტის მოწვევის პირობებში დეპუტატთა შრომის ანაზღაურება 2013 წლის იანვრის თვემდე განისაზღვრებოდა იგივე მეთოდით. პარლამენტის წევრები იღებდნენ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს 2000 ლარს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის სახელფასო დანამატს და პრემიას.

* 2012 წლის ნოემბრის თვიდან 2013 წლის იანვრის თვემდე დეპუტატების მიერ მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:

პარლამენტის თავმჯდომარე - 7504 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 7087 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 7069 ლარი

უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარე - 6004 ლარი

ფრაქციის თავმჯდომარე - 5921 ლარი

საგამოძიებო და კომისიის თავმჯდომარე - 5204 ლარი

უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, უმცირესობის ლიდერის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 5177 ლარი

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 5004 ლარი

პარლამენტის წევრი - 4863 ლარი

* 2013 წლის იანვარში დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ პარლამენტის წევრების პრემიებით დაჯილდოების პრაქტიკა გაუქმდებოდა. გაუქმებული პრემიების გაცემის პრაქტიკის და გაზრდილი სახელფასო დანამატების ფონზე 2013 წლის თებერვლის შემდგომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:

პარლამენტის თავმჯდომარე - 5905 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 5570 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 5505 ლარი

უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარე - 4705 ლარი

ფრაქციის თავმჯდომარე - 4635 ლარი

საგამოძიებო და კომისიის თავმჯდომარე - 4105 ლარი

უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, უმცირესობის ლიდერის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3970 ლარი

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 3905 ლარი

პარლამენტის წევრი - 3790 ლარი


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42