„ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება გაააქტიუროს ურთიერთობა საქართველოსთან“, - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთნაირი მოსაზრება აქვს.
„საქართველოს ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში. მივესალმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. რაც შეეხება უელსის სამიტს, რუსეთის მხრიდან არსებული აგრესია იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი და ასევე - ნატოს საპასუხო ნაბიჯები. თქვენი საპარლამენტო დელეგაცია ასრულებს მნიშვნელოვან როლს და როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მყარად აცხადებენ ნატო-ში გაწევრიანები სურვილს და სწორედ მათი არგუმენტის გათვალისწინებით მივიღეთ რეზოლუცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება გაააქტიუროს ურთიერთობა საქართველოსთან. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა ბეილიმ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






