კიწმარიშვილის ძმა გამოძიებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას არ ადასტურებს
პოლიტიკა - 21:47, 24 Jul, 2014     1156

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი მთავარი პროკურატურიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. კიწმარიშვილი პროკურორებს და გამომძიებლებს საკუთარი ინიციატივით შეხვდა. ის საერთო ჯამში მიმდინარე გამოძიებას ამ დროისთვის დადებითად აფასებს.

კიწმარიშვილის განცხადებით, ბალისტიკური ექპერტიზა უკვე ჩატარებულია, თუმცა რაც შეეხება შედეგებს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შეუძლია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კიწმარიშვილმა აღნიშნა, მან მიიღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მისივე თქმით, გარკვეული ტიპის ინფორმაცია გამოძიებას თავადაც მიაწოდა. კიწმარიშვილმა ასევე გადაამოწმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში შესაძლოა უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქმის ძიებაში ჩაერთვებიან. კიწმარიშვილის თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას გამოძიება არ ადასტურებს.

„პროკურატურამ, რომელიც იძიებს ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების საქმეს უცხოეთიდან მოიწვია ექსპერტ-კრიმინალისტ პრაქტიკოსები და ამის შესახებ ოჯახის წევრების საქმის კურსში იყვნენ, მაშინვე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია გადამემოწმებინა, ვიყავი პროკურორთან და ამის შესახებ კითხვები დავუსვი. შემიძლია გითხრათ, რომ მათი მხრიდან ასეთი ჩართულობის შესახებ თხოვნა არ ყოფლია. ბუნებრივია არც ჩვენ, ოჯახს არ მიგვიღია ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ ვინმე მოგვეწვია და ჩართულიყო გამოძიების პროცესში“,- განაცხადა კიწმარიშვილმა.

რაც შეეხება ბალისტიკურ ექსპერტიზას, ის ჩაატარეს ქართველმა ექსპერტებმა, თუმცა ოჯახი წინააღმდეგი არ არის, რომ ამ საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ. რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს და შედეგებს შესაძლოა ის უახლოეს ხანში გახდეს ცნობილი, თუმცა კიწმრიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ საუბარი მას არ შეუძლია.

„ექსპერტიზის პასუხი შეიძლება ახლაც არის, შეიძლება ხვალ იყოს, შეიძლება სამ დღეში, მაგრამ იქ რა წერია, ჩვენ ამას ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ. ეს დეტალები აქვს გამოძიებას და გამოძიება ჩვენ არ გვაძლევს უფლებას რომ მათი გამოძიების პროცესში რაიმე ინფორმაცია გამოვიტანოთ“,- აღნიშნა კიწმარიშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42