სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ,,საიას“ პასუხობს
პოლიტიკა - 09:46, 25 Jul, 2014     1599
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პასუხობს. ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პატიმრებზე დაყრდნობით, არაერთხელ გაავრცელა განცხადება, N8 დაწესებულებაში ე.წ. „მაყურებლების“ სავარაუდო არსებობის შესახებ, რასაც არ ეთანხმებიან განცხადებაში დასახელებული მსჯავრდებულები და სიმართლის დადგენას მოითხოვენ.

პირველივე განცხადების გავრცელების შემდეგ, აღნიშნულმა პატიმრებმა წერილით მიმართეს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ისე სახალხო დამცველის ოფისს და მედიასაშუალებებს. მათ მოითხოვეს ორგანიზაციის წარმომადგენლის შესვლა ციხეში და მსჯავრდებულ შავლეგ გურგენიძის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის ადგილზე დადგენა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერილს არ გამოხმაურებია და არც მისი წარმომადგენელი გამოუგზავნია.

დღეს, განმეორებით გაკეთებულმა განცხადებამ, დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც, 30-მდე წერილი გაეგზავნა როგორც საია-ს, ისე სახალხო დამცველის ოფისსა და სხვა ორგანიზაციებს, მაგრამ, სამწუხაროდ, საია არც ამ წერილებით დაინტერესებულა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მზად არის, გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას. რაც შეეხება, მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტს, რომ თითქოს ე.წ. მაყურებლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს სიმართლესთან, რადგან N8 დაწესებულება არის ნახევრად დახურული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. დაწესებულების დებულებით, პატიმრები განთავსებული არიან საკნებში და მათ მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლება აქვთ. შეუძლებელია, პატიმარი თავისუფლად გადაადგილდებოდეს კორპუსიდან კორპუსში ან საკნიდან საკანში.

რაც შეეხება შავლეგ გურგენიძესა და მის ერთ-ერთ თანასაკნელს, 20 დღის წინ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ თანასაკნელს, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან. პატიმრები დაუყოვნებლივ იქნენ გადაყვანილი სხვა საკანში, ხოლო საქმე გადაიგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. სწორედ ამ ფაქტის გადასაფარად და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გასანეიტრალებლად დაიწყო გურგენიძემ აქტიურობა და განცხადებების გაკეთება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42