"დღეს პუტინი არის დეფაქტო კადაფი და თუ ბოლომდე შეტოპა დეიურე გახდება“ - შაშკინი
პოლიტიკა - 20:38, 24 Jul, 2014     2562
ტერორისტული აქტის შედეგად, რუსეთის მიერ დონეცკში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს და ამ ფონზე პუტინის პოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ,,ნიუპოსტთან" საუბარში დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ევროპელი და ამერიკელი ლიდერების დამოკიდებულება იცვლება, როცა საქმე მათი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას უკავშირდება, ამ კუთხით შაშკინი ლიბიის ლიდერის კადაფის მიერ შოტლანდიაში განხორციელებულ ტერაქტს იხსენებს და რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ პოლიტიკასთან პარალელს ავლებს.

,,ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ჩამოყალიბდა 2 ძირითადი ფენა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს და რომელსაც თავის პოლიტიკურ საქმიანობაში სტაბილურად ეყრდნობა პუტინი. პირველი ფენა ეს არიან ოლიგარქები და ხალხი, რომელმაც იშოვა ძალიან დიდი ფული რუსეთში და მეორე ფენა - ესენი არიან ე.წ. ლუმპენები, ხალხი, რომელსაც პუტინმა განათლების, სიმდიდრის, არაკორუმპირებულ ქვეყანაში ცხოვრბის ნაცვლად, შესთავაზა ე.წ. მესამე რომის და რუსეთის საბჭოური იმპერიის აღდგენის დიდი რუსული იდეა. მას შემდეგ, რაც მოხდა დონეცკის ცაზე - ჩამოგდეს თვითმფრინავი და დახოცეს 300-მდე ადამიანი, პუტინი დადგა ძალიან დიდი დილემის წინაშე. პირველი არის ის, რომ მას მოუწევს ერთ-ერთი ფენის განაწყენება, ან ორივე ამ ფენის დაკარგვა, გააჩნია როგორ განვითარდება სცენარი“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი და დასძენს, რომ მათთვის, ვინც დიდი ფული იშოვა რუსეთში, კარგად გასაგებია თუ რა შეიძლება მოჰყვეს ტერორისტული აქტის შედეგად თვთმფრინავის ჩამოგდებას. შაშკინი ევროპის მხრიდან განხორიცელებულ სანქიცებზე მიუთითებს, რომელიც პირდაპირ უარყოფითად მოქმედებს ოლიგარქებზე.

,,სანქციების გამკაცრების შემდეგ პირველი პრობლემა შეექმნებათ ოლიგარქებს და ხალხს, რომელზედაც დგას ეკონომიკა, მათ ფული აქვთ რუსეთის გარეთ და ისინი ნერვიულობენ ამ ფულზე, მათ შორის ფულზე ნერვიულობს პუტინიც“

თავდაცვის ყოფილ მინისტრს მუამარ კადაფის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ პუტინის ქმედების შედეგად მოხდება ის, რაც მოხდა კადაფის მიერ შოტლანდიაში ტერორისტული აქტის ჩადენის შემდეგ.

,,მე მინდა შეგახსენოთ, რომ ლოკერბიში კადაფის ბრძანებით ჩამოაგდეს თვითმფრინავი. სანამ ეს მოხდებოდა, კადაფი მანამდეც კადაფი იყო, მაგრამ უმრავლესობა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის კადაფი იყო ,,ფრიკი“ (ამერიკელები ხმარობენ ამ ტერმინს), რომელიც ჩადიოდა, კარავში ცხოვრობდა, ჰყავდა დაცვა... მას უყურებდნენ როგორც ,,ფრიკს“, მაგრამ ამავე დროს უყურებდნენ, როგორც ადამიანს, რომელთანაც საინეტერსო იყო კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელება. ზურგსუკან კი იცინოდნენ მის სიგიჟეებზე, მაგრამ ჰქონდათ საქმიანი ურთერთობა, რადგან არსებობდა პოლიტიკური ინტერესები და ბიზნესპროექტები. ლოკერბის ტრაგედიის შემდეგ, როცა კადაფის ბრძანებით თვითმფრინავი ჩამოაგდეს, უკვე თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ის იყო დიქტატორი და ტერორისტი, ვეღარ შეძლეს მარტივი მიზეზის გამო, კერძოდ, სანამ კადაფს ჰქონდა ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, კადაფი ,,ფრიკი“ იყო, ტირანი თუ დიქტატორი ევროპელ ხალხს, რიგით ობივატელებს, ნაკლებად აინტერესებდათ. თვითმფრინავის ჩამოგდება კი შეეხო გერმანელს, ინგლისელს, პოლონელს - ყველა ევროპელს, რომელიც წელიწადში საშუალოდ 3-4-ჯერ დაფრინავს თვითმფრინავით. ეს ტკივილი გაიგო ყველამ“, - განაცხადა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არარელევანტურად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ თუ ვინ გასცა ბრძანება ან ვინ დააჭირა იარაღის პულტს ხელი. შაშკინით თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რუსეთის მიერ მიცემული იარაღი და პუტინის პოლიტიკის შედეგი, ისევე როგორც ლოკერბის ტრაგედია იყო კადაფის დიქტატორული რეჟიმის შედეგი.

,,საქართველო-რუსეთის ომის დროს მე გახლდით საფრანგეთში. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ერთ-ერთ ფრანგთან, რომელიც იყო წარმოშობით ალჟირელი, და მან მითხრა ერთი საინტერესო რამ - ,,სანამ საშუალო სტატისტიკური ევროპელი არ იგრძნობს პუტინს თავის კისერზე და თავის ზურგზე, ჩვენი პოლიტიკოსები გააგრძელებენ თამაშს პუტინთან“. აი, როდესაც ჩვეულებრივი ევროპელი იგრძნობს რა არის პუტინი, მაშინ დაწყებული გერმანიის პოლიტიკური ელიტით და დამთავრებული იტალიით, ყველა მკაცრ პოზიციებს დაიკავებს, რადგან ეს ხალხი არის არჩეული ამ ჩვეულებრივი სტატისტიკური ევროპელების მიერ.

თვითმფრინავი რომელიც ჩამოგდებულია რუსეთის მიერ, ამაზე მგონი აღარავინ დაობს. ეხლა საუაბრია იმაზე, ვინ დააჭირა თითი ღილაკს - რუსმა ოფიცერმა თუ სეპარატისტმა, რომელსაც ,,ბუკი“ მისცეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ლოკერბიში პულტზე ხელი თავად კადაფს არ დაუჭერია. ეს გააკეთა კონკრეტულმა ტერორისტმა და არავის არ აინტერესებს კადაფს ყველა მგზავრის მოკვლა სურდა თუ რამდენიმესი. ეს უკვე არარელევანტური შეკითხვაა. ფაქტია, რომ რუსეთმა მისცა ეს იარაღი და იქიდან გასროლით დაიღუპა 300-მდე ადამიანი. პუტინაც კარგად ესმის ეს და ამიტომ გააკეთა ღამის 12 საათზე განცხადება, სადაც მას თვალების სიშავეზე ეტყობოდა, რომ გრძნობს რა შეიძლება მოჰყვეს ამას“, - აცხადებს შაშკინი.

მისი თქმით, პუტინმა ან ბოლომდე უნდა შეტოპოს ან დაამთავრებს ისე, როგორც ეს მოხდა კადაფის შემთხვევაში. შაშკინი მიიჩნევს, რომ პუტინი გახდა მაკიაველიზმის მსხვერპლი.

,,მან ჩათვალა რომ არის ახალი მაკაიაველი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებებზე ააგებს შოვინისტურ რუსული იმპერიის აღდგენის პოლიტიკას, მაგრამ ზუსტად ამ მაკიაველიზმის მსხვერპლი გახდა ის. დღეს არის სრულიად ჩიხში შესული. ე.წ. ლუმპელებს გაუხარდათ, როცა უკრაინას ყირიმი წარსტაცა, მაგრამ ზუსტად ის არის პრობლემა, რომ ლუმპელები ამაზე არ ჩერდებიან, მათ შემდეგი ძვალი სულ უნდა გადაუგდო. ეხლა არიან დონეცკის და ლუგანსკის მოლოდინში. დღეს პუტინი არის დეფაქტო კადაფი და თუ ბოლომდე შეტოპა დეიურე კადაფი გახდება. მისი გამოსვლიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, ჩანს, რომ მას არ სურს დეიურე კადაფიზაცია. პუტისნაც დასავლელი ლიდერები უყურებდნენ როგორც კადაფს. როცა მან გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადა უნდა ჩავატარო ზაფხულის კურორტზე, გაიღიმეს და ჩათვალეს რომ ხრიკია, მაგრამ როცა მისი პოლიტიკის შედეგად თვითმფრინავი ჩამოაგდეს, უკვე დასაცინი აღარ არის ევროპელი ლიდერებისთვის“, - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42