საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას და ფსბ-ს მმართველებს ანიჭებს უპირატესობას - სააკაშვილი
პოლიტიკა - 19:09, 24 Jul, 2014     2178

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები კი რადიკალურად ცვლის საქართველოს სტრატეგიულ ორიენტაციას.

"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველო მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას და უნდა მოახდინოს ფოკუსირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რადიკალურად ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას.

საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას, ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს ჩვენთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში.

მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იციან, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობის იმედი, მათ კარგად იციან ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც მთავრობა, რომელსაც რეალურად მართავს “გაზპრომის” უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი, ფსბ-ს მმართველების ხიბლს ანიჭებს უპირატესობას.

დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც-ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა. "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”-ს პრინციპით მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42